როგორ გავაფორმოთ ფანჯარა - ის, რაც ახლა არამოდურია

რაც უნდა დახვეწილი, ფუნქციონალური და ლამაზი ინტერიერი გქონდეთ, თუ ფარდა არასწორად არის შერჩეული ელფერი ყველაფერს ეკარგება.

ტექსტილი ხომ ის ატრიბუტია, რომლის შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, მისი მთავარი ფუნქცია სახლში სიმყუდროვის და კომფორტის შექმნაა.


როგორ გავალამაზოთ ფანჯარა

ინტერიერის დიზაინის ტენდენციები მართალია არც ისე სწრაფად, თუმცა მაინც იცვლება. მოდიდან გადადის ყველაფერი, როგორც ნახატებიანი შპალერი, ისე ფარდის დიზაინი.

არსებობს ისეთი ნიუანსებიც, რომელიც თავის დროზე ძალიან აქტუალური იყო, თუმცა ახლა მის შესახებ ჯობს დაივიწყოთ.



1. რთული დიზაინის, მრავალდონიანი ფარდები

არ გირჩევთ ასეთი ფარდების შეძენას,
მის შესახებ ჯობს დაივიწყოთ. ის დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. თანამედროვე ინტერიერში უპირატესობა მარტივ, ლაკონური სტილის ფარდებს ენიჭება.



2. კლასიკური ფარდები და პატარა ოთახი

ასეთი ფარდები დიდი, დარბაზისებური ოთახებისთვის გადადეთ, თანამედროვე, პატარა ზომის ოთახს კი ის არ უხდება.



3. აქცენტი კარნიზებზე

არ გირჩევთ აქცენტის კარნიზზე გაკეთებას. ეს ხომ არ გახლავთ სახლის დეკორი. უპირატესობა უბრალო, სადა კარნიზს მიანიჭეთ.

ასევე გირჩევთ კარნიზი პირდაპირ ჭერთან დაამონტაჟოთ. ასე ოთახს ვიზუალურად ადიდებს.



4. ფარდები უნდა ეხამებოდეს დეკორის სხვა ელემენტებს

აქცენტის ფარდებზე გაკეთება დიდი ხანია აღარ არის აქტუალური. ის არღვევს ოთახის მთლიანობას. ჯობს ის სხვა აქესესუარებს ეხამებოდეს, მაგალითად ბალიშებსა და რბილ ავეჯს.



5. სავალდებული ტული (თხელი ფარდა სქელის ქვეშ)

ტულის მთავარი დანიშნულება ოთახის მწერებისგან დაცვაა. თუ თქვენი ოთახი პირველ სართულზე არ არის და არ არსებობს მწერების შემოფრენის საშიშროება, სულაც არ არის აუცილებელი ტული.



6. სინთეტიკური ქსოვილი

ფარდებისათვის ჯობს გამოიყენოთ ნატურალური ქსოვილი. განსაკუთრებით პოპულარულია უნივერსალური ვარიანტი: პოლიესტერი და ბამბა, ან აბრეშუმი. ასეთი ფარდები ადვილად ირეცხება და უთოვდება.

კომენტარის დამატება