ეს საოჯახო ნივთები ისე გიფუჭებთ ხასიათს, რომ ვერც გრძნობთ - 16 გამაღიზიანებელი ნივთი სახლში


ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ნებისმიერ ოთახში შესვლისას დაუკვირდით, როგორ გრძნობთ იქ თავს, რამე ხომ არ გაღიზიანებთ? სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ არსებობს ნივთები, რომელიც ადამიანის განწყობაზე უარყოფითად აისახება. აი, ისინიც:


ოჯახური რელიქვიები და საჩუქრები



ზოგჯერ ისე ხდება, რომ ადამიანს ბებიის მიერ ნაჩუქარი ნივთები სულც არ მოსწონს და არანაირ ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებს, თუმცა ის ყველაზე გამოსაჩენ ადგილას უდევს და მისი გადაგდება ესირცხვილება, რეალურად კი ეს მის განწყოაბზე უარყოფითად აისახება. ასეთი ნივთები თავიდან უნდა მოიშოროთ.


ბავშვის სათამაშოები



გირჩევთ თავიდან მოიშოროთ თქვენი შვილების ძველი, უკვე
გამოუსადეგარი სათამაშოები, განსაკუთრებით საკანცელარიო ნივთები, რომლთაც აღარანაირი დანიშნულება აქვთ. ასე თავს ბევრად კომფორტულად იგრძნობთ.


წიგნები, რომელთაც არ წაიკითხავთ



წიგნს მაგიური ძალა აქვს. როდესაც წიგნი გიყვარს ის შესაძლოა რამდენჯერმე წაიკითხოთ, მისი დანახვაც კი შესაძლოა დადებით ემოციებს გიღვივებდეთ, თუმცა პირიქითაც ხდება, წიგნმა, როლმელიც არ მოგწინთ, შესაძლოა გაგაღიზიანოთ და ცუდ ხასიათზე დაგაყენოთ. Aასე რომ გირჩევთ, დაახარისხეთ წიგნები და რომელიც არ მოგწონთ და ზუსატდ იცით, რომ არასდროს წაიკითხავთ, სახლიდან მოაშორეთ.


ტელევიზორი



თუ ტელევიზორზე ხართ დამოკიდებული და ხელი სულ პულტისკენ გაგირბით ეს კარგის ნიშანი როდია. Mმუდმივად მომუშავე ტელევიზორი აძლიერებს სტრესს. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც გირჩევთ ტელევიზორისგან თავი ოდნავ შორს დაიკავოთ.


ბავშვობის დროინდელი ნივთები



შესაძლოა ბავშვობის დროინდელი სათამაშოები ძალიან გიყვართ და მისი თავიდან მოშორება არ გინდათ, თუმცა მათი შენახვა მიზანშეწონილი არ არის.


სარკეები



ბევრი სარკე სახლშო ადამიანში შფოთვას აძლიერებს. გირჩევთ ზომიერება დაიცვათ და არ გადააჭარბოთ.


კოლექცია, რომლიც აღარ გახალისებთ



ამა თუ იმ ნივთების შეგროვება შესაძლოა თავის დროზე ძალიან გახალისებდათ, მაგრამ ადრე თუ გვიან ადამიანს ყველაფერი ბეზრდება. თუ შეატყობთ, რომ თქვენი კოლექცია ისე აღარ გახალისებთ, როგორც ადრე, ჯობს ადგილი გაათავისუფლოთ.


ასალაგებელი საწოლი



გაგკვირდებათ და ასალაგებელი ლოგინი ძალიან მოქმედებს ადამიანის განწყობაზე. ითვლება, რომ თუ ადამიანი ყოველ დიდლიტ ალაგებს საწოლს და ისე გადის სახლიდან ის ყველაგან და ყველაფერში მოწესრიგებულია და პრობლემებიც ნაკლებად ექმნება.


გამოუყენებლი ნივთები



ძველი, მიგდებული ნივთბეი, რომლებიც წლებია არც კი გაგხსენებიათ თქვნს სახლში მხოლოდ აგილს იკავებს და ჯობს ისინი გადაყაროთ და ადგილი გაათავისუფლოტ.


მძიმე ფარდები



მძმე ხავერდის ფარდები მტვრის ბუდეა, ის თითქოს შთანთქავს გარემოს. გირჩევთ ის ლამაზი, სადა, ნაზი მატერიით შეცვალოთ და აურაც გაახალისოთ.


არასწორი ფერი



ცნობილია, რომ ფერი ადამიანზე ძალიან მოქმედებს. არასწორად შერჩეულმა ფერმა შეიძლება დამიანი გააღიზიანოს და დათრგუნოს. მოერიდეთ მკვეთრ და მჭახე ფერებს. გახსოვდეთ, სილამაზე უბრალოებაშია, უპირატესობა სადა, პასტელის ფერებს მიანიჭეთ.


გატეხილი ნივთები



თუ კარადა გამოაღეთ დაგაბზარულ ჭიქას გადააწყდით, ნუ იფიქრებთ ბევრს, გადააგდეთ ის, გაბზარული ნიოვთები ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე.


ღია თაროები



შესაძლოა ასეთი თაროები ლამაზად გამოიყურება, თუმცა ძალიან ნუ მიეძალებით, ის ამზაფრებს სტრესს და მოუწესრიგებელი სახლის შტაბჭდილებას ტოვებს.


დეკორატიული ნივთები



ბევრი დეკრატიული ნივთი დანიშნულებას ძალიან მალე კარგავს და არანაირი სარგებლის მოტნა შეუძლია, ასეთი ნივთები ჯობს სახლიდან მოაშოროთ.


ბრენდირებული ნივთები



დროთა განმავლობაში გაღიზიანებას იწვევს ბრენდირებული ნივთები, ამიტომ უმჯობესია გარკვეული პერიოდის შემდეგ მასზე უარი თქვათ.

კომენტარის დამატება