დეკორი ვალენტინობის დღისთვის - როგორ მოაწყოთ სახლი სიყვარულის დღეს საკუთარი ხელით

წმ. ვალენტინის დღისთვის დეკორის მომზადება პირველ რიგში შემოსასვლელი კარისთვის მოგიწევთ. კარს დაამშვენებს სადა, სადღესასწაულო დეკორი.

მსგავსი საყვარელი გულები მაშინვე რომანტიკულ განწყობაზე დაგაყენებთ.

მოგბეზრდათ წითელი ბანალური გულები? გაიხსენეთ გეომეტრიის გაკვეთილები. ასეთ დიდ ეგზემპლარს ნეიტრალური ფერის კედელი სჭირდება.

თუ მსგავსი მსხვერპლისთვის მზად არ ხართ, მაშინ შეგიძლიათ სახლი ჩარჩოში მინი-გულებით გააფორმოთ. ასევე გამოგადგებათ სასაჩუქრედ.


წმ.ვალენტინობის დღეს აუცილებელი ატრიბუტია ტუჩები. იდეალურ შემთხვევაში შეგიძლიათ შეიძინოთ ტუჩის ფორმის მკვეთრი წითელი ფერის დივანი, მაშინ მთელი თქვენი ცხოვრება დღესასწაულად იქცევა.

ასევე გამოგადგებათ დეკორატიული ბალიშები, პოსტერები და სტიკერები. თუ
წითელი ფერი თქვენთვის ზედმეტად გამომწვევი ან თინეიჯერულია, მაშინ თქვენს ინტერიერს უფრო სადა ფერის ტუჩები დაამშვენებს.


გული ზედმეტი არასდროსაა. თუ ნეიტრალურ ფერებს ანიჭებთ უპირატესობას, თქვენთვისაც მოიძებნება შესაბამისი გული. მაგალითად, როგორც ამ სახლშია - გულის ფორმის მეტალის სკულპტურა. შესანიშნავი რამაა მათთვის, ვისაც მკვეთრი ფერები არ უყვარს.

LOVE IS IN THE AIR. ღიად გამოხატეთ თქვენი გრძნობები. ეს ოთხი სიტყვა იდეალურია ნებისმიერი ინტერიერისთვის.



როგორ გააწყოთ სუფრა რომანტიკულად? სანთლები, ყვავილები, ხელსახოცები. მთავარია არ გადააჭარბოთ.


წყარო: elledecoration.ru

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები