სამზარეულოში ფარდების შერჩევის თავისებურებები

სამზარეულოს ფარდების შერჩევის დროს პირველ რიგში უნდა გაითავლისწინოთ ზომა და ოთახის საერთო დიზაინი, ავეჯის და კედლების ფერი. სამზარულოში მუდმივად მიმდინარეობს საჭმლის მომზადების პროცესი, აქედან გამომდინარე სამზარეულოს ფარდები დამატებით მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

  • სამზარეულოს ფარდის ქსოვილი ისეთი უნდა იყოს, რომ არ შეიწოვოს სუნი. 
  • იყოს უბრალო და ირეცხებოდეს მარტივად
  • არ უნდა შეგიშალოთ ხელი სამზარეულოში მუშაობის დროს
  • უნდა იცავდეს სამზარეულოს პირდაპირი მზის სხივებისგან
  • ყველაზე მეტად სახლის ამ ნაწილისთვის გამოდგება ბამბუკის, ბამბის, აბრეშუმის ნაჭერი. ეს ქსოვილები კარგად ირეცხება და ადვილად შორდება ცხიმი.
  • სამზარეულოსთვის ყველაზე პოპულარული ერთდონიანი, გამჭირვალე ფარდაა. ასევე უპირატესობა ენიჭება მოკლე მოდელებს. გრძელი
    ფარდები და თან ორდონიანი უფრო სასტუმრო, სასადილო ოთახისთვის არის მისაღები.


ყველაზე ხშირად სამზარეულოსთვის არჩევენ შემდეგ ვარიანტებს:

1. რომაული – ძალიან ეფექტურია ყველა ტიპის და ზომის ფანჯრისთვის. სიგრძე რეგულირდება საჭიროების მიხედვით. მაგრდება კედელზე ან თავად ფანჯარაზე. ის გარკვეუწილად ჟალუზის ფუნქციას ასრულებს, თუმცა დამზადებულია ტექსტილისგან.


2. იაპონური – ფუნქციონალურად რომაულ ფარდებს წააგავს, თუმცა დამზადებულია ბევრად სქელი ნაჭრისგან. აქვს სტანდარტული სიგრძე. ის არ იწევა ზემოთ, მისი მხოლოდ გადაწევაა შესაძლებელი. ის არის სხვადასხვა ფერის და ტექსტურის და უხდება უფრო დიდი ზომის სამზარეულოს.


3. კლასიკური ვარიანტი - ფარდის სიგრძე ფანჯრის რაფამდეა. კლასიკურ სტილში შედის ასევე ტილოს გრძელი ფარდაც, იატაკამდე. ეს ძალიან უხდება დეკორის ფრანგულ და ამერიკულ სტილს.



4. ლიუვერის ფარდები – ეს გახლავთ ყველაზე პრაქტიკული და უნივერსალური გადაწყვეტილება. გამოდგება ნებისმიერი სტილის გასაფორმებლად. ის თავისუფლად მაგრდება მეტალის მრგვალ კარნიზზე და ძალიან ადვილია მისი გადაწევა და გადმოწევა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები