როგორ გარდავქმნათ ინტერიერი მხოლოდ საფარდე ქსოვილების დახმარებით?

დღეს ალბათ ბევრი თქვენგანი დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს და ბუნებრივია, თუ სახლის ინტერიერი უკვე დამღლელი და მოსაბეზრებელი გეჩვენებათ. თუმცა რემონტის წამოწყებაც არ გსურთ, რადგან ეს დიდ დროსთან, ფინანსებთან და ენერგიასთანაა დაკაშირებული. ამიტომაც უმეტესობა თავს არიდებს რემონტზე ფიქრს და ცხოვრებას ისევ მობეზრებულ გარემოში განაგრძობს.

მაგრამ რას იტყოდით, თქვენი საცხოვრებელი გარემოს გარდაქმნისთვის რამდენიმე მარტივი ხრიკი რომ შემოგთავაზოთ? დიახ, ეს სულ ადვილი შესაძლებელია მხოლოდ ქსოვილებისა და რამდნიმე დეკორატიული ნივთის დახმარებით. აქ უდიდესი დატვირთვა მოდის საფარდე ქსოვილებზე. მათი დახმარებით შეგიძლიათ ორიდე დღეში სრულიად
შეცვალოთ და გადაახალისოთ თქვენი ოთახების ინტერიერი.

1. პირველი ხერხია საფარდე ქსოვილის შეხამება საწოლის გადასაფარებლებთან და დეკორატიულ ბალიშებთან. არ არის აუცილებელი, რომ ფარდები და გადასაფარებელი მთლიანად ერთი ქსოვილისგან იყოს დამზადებული. შეგიძლიათ მხოლოდ ფერები შეუხამოთ ერთმანეთს, ან საფარდე ქსოვილის ნაწილით გადასაფარებელიც გააფორმოთ. იგივე შეგიძლიათ დეკორატიული ბალიშების შემთხვევაშიც, გამოიყენეთ საფარდე ქსოვილის ნაჭრები დეკორატიული ბალიშის პირებისთვის და შემდეგ კი განათავსეთ ისინი საწოლზე, სავარძლებსა და დივანზე.

2. თუ დეკორატიული ბალიშებისა და გადასაფარებლების იდეა არ გხიბლავთ, შეგვიძლია გირჩიოთ საფარდე ქსოვილის შეხამება დეკორატიულ შპალერთან. მართალია, ასეთ შემთხვევაში ცოტა გარჯა მოგიწევთ, მაგრამ შედეგი ამად ღირს. თუმცა კარგი იქნება ისეთი დეკორატიული შპალერი შეარჩიოთ, რასაც ფერთა პალიტრის ფართო სპექტრი მოუხდება, რადგან მომავალში თქვენ მხოლოდ საფარდე ქსოვილის გამოცვლით მარტივად შეძლებთ ინტერიერის განახლებას.

3. კიდევ უფრო გავიმარტივებთ საქმეს, თუ დეკორატიული შპალერის ნაცვლად არჩევანს ფართო ზომის ფერწერულ ტილოზე ან ფოტოსურათზე შევაჩერებთ. ფერწერული ტილოს შემთვევაში გამართლებულია ფერადი ქსოვილის შერჩევა; ფოტოსურათები კი უმეტესად შავ-თეთრ ფერებშია გადაღებული, ამიტომაც მათთვის ჯობია ნეიტრალური ფერის საფარდე ქსოვილები აარჩიოთ როგორიცაა ნაცრისფერი და კვამლისფერი.

4. ერთ-ერთი ვარიანტია საფარდე ქსოვილის შეხამება ნოხთან ან ხალიჩასთან. ნოხის შემთხვევაში შეგვიძლია საფარდე ქსოვილიც და ნოხიც ერთ ფერში გადაწყვეტილი შევარჩიოთ; ხოლო ხალიჩის შემთხვევაში ჯობია საფარდე ქსოვილზე არსებული ორნამენტი ხალიჩის ორნამენტს იმეორებდეს.

5. ბევრს უყვარს ცოცხალი მცენარეები. მათთვის საუკეთესო გადაწყვეტა მწვანე ფერის საფარდე ქსოვილის შეხამება იქნება მცენარეების და მათი ყვავილების ტონებთან.

6. გააკეთეთ აქცენტი მხოლოდ ფარდაზე. თუ თქვენი ოთახი მუქ ან მთლიანად ნეიტრალურ ფერებშია გადაწყვეტილი და საფარდე ქსოვილიც შესაბამისია, შეგიძლიათ გაახალისოთ ინტერიერი და მთელი აქცენტი ყვითელი ფერის საფარდე ქსოვილზე გადაიტანოთ.

და თუ გადაწყვეტთ, რომ მართლაც შეცვალოთ თქვენი სივრცე ჩვენი რჩევების გათვალისწინებით, გელით "გალერეა რუმ დიზაინში", სადაც საფარდე ქსოვილების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ მხოლოდ ევროპული ბრენდებისგან. გარდა ამისა, აქვე შემოგთავაზებენ სრულ სერვისს, რაც კერვას, ადგილზე მიტანასა და დაკიდება-მონტაჟს გულისხმობს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები