როგორ შეუხამოთ ერთ სივრცეს ორი ან სამი სახის შპალერი

მიუხედავად იმისა, რომ ერთფეროვანი, საბაზისო ვარიანტი ინტერიერში კედლების მოპირკეთების დროს ყველაზე გავრცელებული საშუალებაა, კომბინირებული ვარიანტებიც მოთხოვნადია და დიდი პოპულარობით სარგებლობს. aამ ხერხით ძალიან ადვილია კედლის თუ ოთახის ამა თუ იმ ხარვეზის დაფარვა ან სივრცის ვიზუალურად კორექტირება.

ინტერიერის დიზაინში არსებობს ტერმინი "კომპანიონი შპალერი". ასე ეწოდება ერთ ან თუნდაც სამ ტიპს, რომელიც ერთმანეთს ჰარმონიულად ეხამება. შპალერის მაღაზიებში არის კიდეც ხშირად შემოთავაზებული ასეთი წყვილები და სამეულები. მაგრამ თუ თავად ცდილობთ შეარჩიოთ ვარიანტები კომბინაციების შესაწყობად, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:

სხვადასხვა ტიპებს უნდა აერთიანებდეს რამე მაინც, მაგალითად ფერი, ფაქტურა, ორნამენტი, სტილი და
ა.შ.
თუ ორ ტიპს ჰორიზონტალურად უწყობთ ერთმანეთს, მსხვილი გამოსახულება უნდა იყოს ქვემოთ.

ყველაზე ადვილი ორი ფერის შეხამებაა. რაც მეტი ორნამენტი ან გამოსახულება ჩნდება, მით რთულია ბალანსის დაცვა.
წინასწარ განსაზღვრეთ, რომელი კედელი იქნება მთავარი და აქცენტი სწორედ მასზე გააკეთეთ.


თუ მცირეგაბარიტიან ოთახზეა საუბარი აქ ყოველთვის ერთი ფერის გამოყენება სჯობს. ასე სივრცე უფრო დიდი გამოჩნდება. თუ მაინც კონტრასტები გსურთ, უმჯობესია მსხვილ გამოსახულებებზე უარი თქვათ და კონტრასტიც ფერების ხარჯზე გააკეთოთ.







კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები