როდესაც სახლს რაღაც აკლია - რომელი დეტალები გამოდგება ინტერიერის საფინალო აქცენტებად?

რით გვხიბლავს ლამაზი ინტერიერი? გარდა კომპოზიციისა, ჰარმონიულად შეხამებული ფერებისა და გემოვნებით შერჩეული ტექსტურისა, ჩვენი ტვინი დაიჭერს ხოლმე იმ ერთ, შესაძლოა მცირე დეტალს, რომელიც ინტერიერს ასრულებს, მას სრულყოფილ სახეს ანიჭებს. მოდით ვნახოთ, რამ შეიძლება შეითავსოს აქცენტის ფუნქცია და როლი?
დავიწყოთ იმით, რომ ორიგინალურ აქცენტებზე საუბრისას რაიმე უნივერსალური წესი არ არსებობს. აქ ხომ საქმე ინდივიდუალობას ეხება, თუმცა არსებობს შეხედულებები, ტენდენციები, რომელთა გათვალისწინებაც კარგი იქნებოდა.

უჩვეულო ფორმები

მაგალითად, მინიმალისტურ ინტერიერში სულ პატარა აქცენტიც კი, რომელიც წარმოდგენილი იქნება დეკორის დეტალის სახით, გეომეტრიული ფიგურით, გაანეიტრალებს
მინიმალიზმის სიმკაცრესა და სისადავეს.
ამ შემთხვევაში აქცენტად შეიძლება გამოიყენოთ მაგალითად სანათი, ჭაღი ან ნებისმიერი სხვა ელემენტი.

კონტრასტები

მიუხედავად პროექტის სტილისა, ხიბლი და ორიგინალობა ინტერიერს შეიძლება შესძინოს საერთო თემატიკიდან ამოვარდნილმა ელემენტმა ან ელემენტებმა. ამ ხრიკის გამოყენება ნებისმიერ სივრცესა და გაბარიტებშია შესაძლებელი.

ფაქტურა და რელიეფი

დეკორაციად გამოყენებულა მკვეთრმა ფერადმა პანომ ძალიან მარტივად შეიძლება დაალაგოს საჭირო აქცენტები თავის ადგილას და შექმნას ინდივიდუალური ხასიათი და გარემო.
ამ მხრივ განსაკუთრებით ეფექტურია რელიეფური ზედაპირი, ამას შესაფერისი ფერთა პალიტრა და საოცარი გარემო გარანტირებულია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები