როგორ შევარჩიოთ იდეალური ფარდები სახლისთვის

ფარდა ოთახის ინტერიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის მთლიან ატმოსფეროს ქმნის. სწორად შერჩეულმა ფარდამ შესაძლოა ოთახი უფრო ფართო, ნათელი და მყუდრო გამოაჩინოს. თუ სახლში დიდი ზომის ფანჯრები და პანორამული კედლები გაქვთ, ეფექტური იქნება ჭერიდან იატაკამდე ფარდის დაკიდება.
ძალიან მოხერხებულია ჟალუზებიც, ის იძლევა იმის საშუალებას, რომ ოთახში მზის სხივების ნაკადი აკონტროლოთ. თუ ოთახი კარგ განათებას და მზის სხივებს საჭიროებს, გირჩვეთ ღია ფერის, ვარდისფერი ან ცისფერი ფარდების შერჩევას.
უნდა აღინიშნოს, რომ ფარდების შერჩევის დროს დიასახლისები ძირითადად კედლების ფერით ხელმძღვანელობენ და მართლებიც არიან, რადგან ასე

შერჩეული ფარდები ოთახს მეტ სიმყუდროვეს სძენს. თუმცა შესაძლებელია კონტრასტული ფერის ფარდის შერჩევაც, რომლის საშუალებითაც აქცენტს ფანჯრებსა და მასზე ლამაზად განლაგებულ ყვავილებზე გადაიტანთ. ღია ფერის ფარდებს ოთახში ყოველთვის დადებითი მუხტი და სიმყუდროვე შეაქვთ.
ყურადღებით უნდა ვიყოთ ზოლებიანი ფარდების არჩევის დროს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჰორიზონტალური ხაზები ოთახს აფართოვებს, ვერტიკალური კი სიგრძეში აგრძელებს. იცოდეთ, რომ ზოლებიანი ფარდები ცოტა პრეტენზიულია და მისი ყიდვის დროს ყურადღებით უნდა იყოთ.
თუ არჩევანს ყვავილებიან ფარდებზე გააკეთებთ, მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენს სახლში ეკლექტური გარემო დაისადგურებს.
ფარდების გამოყენება შეიძლება არა მარტო ფანჯრების, კედლის გასაფორმებლადაც. სცადეთ ფარდის მისაღებში, სავარძლის უკან დაკიდება. გარწმუნებთ, დიდებულ შედეგს მიიღებთ.
სიახლეს და სისუფთავეს შეიტანს თქვენს ინტერიერში თეთრი ფერის ფარდები, რომლიც ყველაზე მეტად აგარაკს უხდება. განსაკუთრებით ეფექტურია თეთრი ფერი მაშინ, თუ კედლები და ჭერიც თეთრია. თეთრ ფონზე უკეთ გამოიყურება ავეჯი და აქსესუარები.
ძალიან ეფექტური და ლამაზია მწვანე ფერის ფარდები, რომელიც ოთახს ახალისებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები