შეცვალეთ საძინებლის ფერი და თქვენი ცხოვრებაც შეიცვლება

გაინტერესებთ, როგორ მოქმედებს საძინებლის ფერი თქვენი ძილის ხარისხზე, ხასიათსა და თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე? მაშინ ამ ტექსტს უნდა გადახედოთ.

პროფესიონალი დიზაინერები სანამ საქმეს მოკიდებენ ხელს, ყოველთვის საგულდაგულოდ ეცნობიან ხოლმე ცნობილი ფსიქოლოგების დასკვნას ადამიანზე ამა თუ იმ ფერის გავლენასთან დაკავშირებით. თქვენ კი უბრალოდ გირჩევთ, სანამ სახლში ინტერიერს შეცვლიდეთ, სულ რამდენიმე უბრალო წესი დაიმახსოვროთ და ამ წესების მიხედვით იმოქმედოთ.

ლურჯი, ზღვის ტალღისფერი, ცისფერი
გამოკვლევების შედეგების თანახმად, ეს ფერი ხელს უწყობს ადამიანს დამშვიდებასა და დილით კარგ ხასაითზე გაღვიძებაში.




ყვითელი
ყვითელი და ქვიშისფერიც ძალიან დადებითად
მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე და ხელს უწობს ენდორფინების გამომუშავებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ძილი მშვიდი და უშფოთველი იქნება.




მწვანე
მწვანე წონასწორობის ფერია. მწვანე საძინებელში დაძინებული ადამიანი მეორე დღეს გამოძინებული და გაწონასწორებულია.



მოვერცხლისფრო-მონაცრისფრო
ამ ფერის მოულოდნელობა ის არის, რომ მოვერცხლისფრო-მონაცრისფრო ოთახში გამოძინებული ადამიანი ძალიან ხშირად სავარჯიშოდ არის განწყობილი.



ნარინჯისფერი
ასეთ ოთახში გამოძინებას დღის საათებში გირჩევთ.




იასამნისფერი
არავითარ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს ფერი აშვიდებს, ყველაზე მეტად აღაგზნებს თავის ტვინს. იასამნისფერ ოთახში სრულფასოვნად გამოძინებას ხოლოდ 5-6 საათი თუ მოახერხებს ადამიანი.




მუქი ყავისფერი
ეს ფერი მხოლოდ სარეკლამო ბუკლეტებზე გამოიყურება ეფექტურად. რეალურად ის ღლის ადამიანის ტვინს და შესაძლებელია დეპრესია და კოშმარებიც კი გამოიწვიოს.




ნაცრისფერი
ნაცრისფერ ოთახში მოდუნება და გამოძინება ძალიან რთულია, ეს თითქმის არავის გამოსდის.




ღია ყავისფერი
გაგიკვირდებათ და ეს ფერი ყველაზე სექსუალურ ფერად ითვლება. ამბობენ, რომ ამ ფერის საძინებელში ადამიანები სამჯერ უფრო ხშირად კავდებიანს სექსით, ვიდრე სხვა ფერის საძინებელში.




წითელი
მითების მიუხედავად, წითელი ყველაზე არასექსუალური ფერია.



თეთრი
თეთრი და კრემისფერი ადამიანის ტვინს სამუშაოდ განაწყობს და მოდუნების საშუალებას ნაკლებად აძლევს, ამიტომ ეცადეთ თავი აარიდოთ ამ ფერს.



ოქროსფერი
სტატისტიკის მიხედვით, ეს ფერი მხოლოდ ორ რამეზე მიუთითებს: იმაზე, რომ ადამიანს აქვს ბევრი ფული და საერთოდ არ აქვს გემოვნება. ეს სფერი საძინებელში უბრალოდ არ უნდა არსებობდეს.

კომენტარის დამატება