ყველაზე უხეში შეცდომები დიზაინში, რომელთა შესახებ ამდენი ხანი არაფერი იცოდით

მოგეხსენებათ, თანამედროვე სამყარო ყოველდღე იცვლება და ყველა სფეროში სულ ახალი და ახალი წესები მკვიდრდება. ეს ეხება დიზაინსაც, რაც სულ ცოტა ხნის წინ ძალიან აქტუალური და მისაღები იყო, დღეს, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია, შეიძლება ითქვას, რომ უგემოვნოდაც ითვლება. ერთი სიტყვით, დროა დავამსხვრიოთ სტერეოტიპები და ფეხი ავუწყოთ თანამედროვე სამყაროს სიახლეებს. ამაში კი, როგორც ყოველთვის, ჩვენ დაგეხმარებით.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი კედლის გასწვრივ განლაგებული ავეჯია. ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ასე ოთახში უფრო დიდი ადგილი გამოჩნდება. თუმცა გარწმუნებთ, რაც უნდა პატარა ზომის იყოს თქვენი
ოთახი, სხვადასხვა კუთხეში განლაგებული ავეჯი ბევრად ლამაზად გამოჩნდება. ამასთან, სამეული და ლამაზი ჟურნალის მაგიდა უკვე საკმარისი იქნება.


დაივიწყეთ თეთრი კედლები, თქვენ საავადმყოფოში არ ხართ. თანამედროვე დიზაინერები უპირატესობას სხვადასხვაფრად შეღებილ კედლებს ანიჭებენ და მართლებიც არიან. თუმცა ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს კედლებისა და ავეჯის ფერების ერთმანეთთან გემოვნებით შეხამება.


თანამედროვე დეკორის ყველაზე გენიალური იდეა იმაში მდგომარეობს, რომ აღარ არის აუციოლებელი ავეჯის კომპლექტის შეძენა, ნუ იქნება ყველაფერი ერთნაირი. სხვადასხვა ფერის სავარძლებიც მშვენიერი სანახავია, დაგვერწმუნეთ. ამ შემთხვევაშიც მთავარია ნივთები ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყას.


სავალდებულო არაა, შეიძინოთ მთლიანი სძინებელი გარნიტური. მარტო საწოლი და ტუმბოები აბსოლუტურად საკმარისი იქნება. დანარჩენი შეგიძლიათ გემოვნებით შეუხამოთ. ასეთი საძინებელი უფრო იაფიც დაგიჯდებათ და უფრო ლამაზიც გამოვა. 


მოაშორეთ სამზარეულოში ჩამწკრივებული ერთნაირი ავეჯი. არ არის აუცლებელი ერთნაირი სკამები, მთავარია ისინი ერთი ფერის და ერთი სიმაღლის იყო, ფერები კი იყოს სხვადასხვა. აბა ნახეთ, ასეთი სამზარეულო რა კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.


უარი თქვით მასიურ ავეჯზე, ის წარსულს ჩაბარდა. ეცადეთ თქვენი სახლი უფრო მსუბუქი და მოსახერხებელი გახადოთ. ნუ გადატვირთავთ სივრცეს.


არ არის აუცილებელი, ბავშვის ოთახი მაინცდამაინც ხასხასა ფერებში იყოს გადაწყვეტილი. გახსოვდეთ, მკვეთრი ფერები ბავშვს აღიზიანებს და აღაგზნებს. საკმარისია, ბავშვის ოთახი სადა, თბილ ფერად შეღებოთ და სხვადასხვა ფერადი აქსესუარით გადაახალისოთ. ასე თქვენი შვილის ოთახი ბევრად გემოვნებიანი გამოგივათ.


ახლა მოდაშია შეუღებავი კედლები, თუმცა ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ. შესაძლოა ასეთი დიზაინი ძალიან უხეში გამოვიდეს.


წარსულს ჩაბარდა თეთრი ფარდებიც, აბა, სცადეთ და ოთახი მუქი ფერის ფარდებით გაალამაზეთ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოთახი ძალიან პატარაა, ფარდა საერთოდ დაივიწყეთ.


ნუ შეგეშინდებათ აბაზანაში ექსპერიმენტების ჩატარების. არ არის აუცილებელი იატაკიდან ჭერამდე ფილების გაკვრა. თანამედროვე წყალგამძლე მასალები იძლევა იმის საშუალებას, რომ თქვენი აბაზანა ორიგინალური და განსხვავებული იყოს.


ყურადღება მიაქციეთ განათებას. არ არის აუცილებელი, ყველგან ტრადიციული, ჭერის განათება იყოს. ჩაატარეთ ექსპერიმენტები, იმუშავეთ სივრცეზე, განათების შეტანა ავეჯით, ფანჯრებით და დეკორის ელემენტებითაც შეიძლება.

დაბოლოს, დაივიწყეთ ბევრი ნივთი სახლში, განსაკუთრებით - უსარგებლო და უფუნქციო. განტვირთეთ სივრცე და დატკბით გემოვნებიანი სახლით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები