როგორ შევარჩიოთ ხალიჩის ფერი - პრაქტიკული რჩევები

ხალიჩას ოთახში სიმყუდროვისა და კომფორტისთვის იყენებენ. ხშირად ამ აქსესუარს სხვადასხვა დატვირთვაც აქვს ხოლმე, მაგალითად მისი მეშვეობით ხერხდება სივრცის ზონებად დაყოფა.

ამ ელემენტის ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი მისი ზომაა. ფერი მეორეხარისხოვანია. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი ფერი, მთავარია ზომა გაწყობდეთ. ხალიჩის ყიდვამდე უნდა გქონდეთ შერჩეული გარკვეული ფერთა გამა, რომელშიც იქნება გადაწყვეტილი თქვენი ახალი შენაძენი.


კონტრასტული და არაკონტრასტული პალიტრა

ხალიჩას აქვს უნიკალური თავისებურება, მას შეუძლია ჰარმონიულად გაიფანტოს ინტერიერში. ეს მაშინ ხდება, როდესაც ხალიჩა ან იატაკის, ან ინტერიერის
მთავარი პალიტრის ფერშია.



არის საპირისპირო შემთხვევაც, ხალიჩა გამოიყოფა ინტერიერში.




მაინც, რასთან არის დაკავშირებული ხალიჩა, რას უნდა შევურჩიოთ იგი?

ხალიჩა უნდა შეურჩიოთ ავეჯის პალიტრას. მაგალითად, წითელ ხალიჩაზე უნდა მოათავსოთ წითელი ხის სავარძელი. სასურველია ფერები ერთმანეთში კი არ გადადიოდეს, არამედ ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს.





საპირისპირო ფერთა გამა

შესაძლებელია ხალიჩა ავეჯის საწინააღმდეგო ფერისაც იყოს. მაგალითად, თეთრ ავეჯს ძალიან მოუხდება შავი ხალიჩა. ერთი სიტყვით, ეს ვარიანტი საპირისპირო ფერთა გამას აერთიანებს.



იატაკის ფერის საწინააღმდეგო ფერი

ეს ვარიანტი ითვალისწინებს ყველაფრის უგულებელყოფას, გარდა იატაკის ფერისა, მთავარია, იატაკის და ხალიჩის ფერი ერწყმოდეს ერთმანეთს. თეთრ იატაკს უხდება შავი ხალიჩა.

უპირატესობა, რაღა თქმა უნდა, ენიჭება ორნამენტებიან ან ფერად ხალიჩას, რომელიც თავისთავად იქცევს ყურადღებას.

თუ ხალიჩა ჭრელია, უნდა გავითვალისწინოთ მისი მთავარი ფერი და შეხამება ამ ფერის მიხედვით უნდა მოვახდინოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები