ყვითელი აქცენტები ინტერიერში - რა უნდა იცოდეთ მოდურ ტრენდზე

ყვითელი ფერი მზის სხივების განსახიერებაა, სიმყუდროვისა და სიმშვიდის სიმბოლოდ ითვლება. როგორც მზე, ეს ფერიც ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ადამიანებს პოზიტიურად განაწყობს. ყვითელი ამ წლის მთავარი ტრენდია. თუმცა, როგორც ვიცით, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, როგორც ზედმეტმა სითბომ და სინათლემ შეიძლება დაგვწვას და დაგვაბრმავოს, ისე შეიძლება გადაგვღალოს და გვიბიძგოს აგრესიისკენ ზედმეტმა ყვითელმა ფერმა. იმისათვის, რომ ყვითელმა შეინარჩუნოს თავისი პოზიტიური თვისებები, საჭიროა ის ვაქციოთ ჩვენი ინტერიერის არა ძირითად, არამედ დამატებით ფერად, ანუ აქცენტად. გვერწმუნეთ, ეს მეთოდი არასდროს გიღალატებთ, ის მრავალჯერ არის აპრობირებული მსოფლიოს წამყვანი
დიზაინერების მიერ.

ინტერიერში არა მარტო მთავარ ფერს, აქცენტსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აქცენტური ფერიც ისევე განაპირობებს ინტერიერში აურასა და განწყობას, როგორც მთავარი ფერი. როგორ ფუნქციონირებს ყვითელი აქცენტები? რა გავლენას ახდენს ის ინტერიერზე?




1. ყვითელი აქცენტები ოთახს ანათებს

ის მოქმედებს ისე, როგორც მზის ენერგია ან ელექტროგანათება. ამის გათვალისწინებით ყვითელი აქცენტების დამატებით ყველაზე ცივი და ბნელი ოთახიც კი გათბება. ძალიან ხშირად ყვითელს მწვანე ფერს უხამებენ.



2. ყვითელი ფერი ხელს უწყობს ტემპერატურის ბალანსს

ცისფერი და მწვანე ფერის ოთახი, როგორც წესი, ცივად გამოიყურება ხოლმე. ატმოსფეროს გასათბობად, როგორც წესი, ამ შემთხვევაში ყვითელ ფერს ამატებენ. აქცენტი განსაზღვრული რაოდენობის უნდა იყოს, როგორც წესი, 2-3 ყვითელი საგანი საკმარისია.



3. ზღვის დიზაინს ყვითელი ფერი აუცილებლად ჭირდება

წყალი ყოველთვის სასიამოვნო დასანახია, ზღვას კი მზიანი ამინდი ამშვენებს. ასე რომ, თუ თქვენი ოთახი ლურჯია, ყვითელი ფერის გარეშე არაფერი გამოგივათ.



4. ყვითელი ოპტიმიზმით აგავსებთ

ნაცრისფერი და შოკოლადისფერი ოთახი ადამინს სევდიანს ხდის. ოპტიმიზმისთვის აქაც ყვითელი ფერი მოიშველიეთ. აი, შავ ფერთან კი ფრთხილად იყავით, შავ-ყვითელი კომბინაცია, როგორც წესი, არ ამართლებს, ის ადამიანს თრგუნავს. ამ კომბინაციას მხოლოდ გამაფრთხილებელ ნიშნებში იყენებენ ხოლმე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები