მექსიკური სტილის ინტერიერი - ორნამენტთა და ფერთა ზეიმი

ინტერიერი მექსიკურ სტილში - ორნამენტთა და ფერთა ზეიმი. ასეთ სტილში მოწყობილ სახლში ყოველთვის მზე და სითბო ოგრძნობა, ასევე ბედნიერება და სილაღე. მექსიკელები ძალიან მხიარული ხალხია, სტილიც ტემპერამენტის მსგავსი აქვთ. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ საკუთარი ბინის მექსიკურ სტილში მოწყობას საკმაოდ დიდი სითამამე ჭირდება.



ჩვენთვის მექსიკური სტილი ეგზოტიკასთან ასოცირდება. ეს გასაკვირი არც არის, რადგან მექსიკური სტილი სათავეს არა მხოლოდ ესპანეთიდან და ლათინოამერიკიდან იღებს, არამედ უძველესი მაიას და აცტეკების ტომებიდან.



როგორც უკვე აღვნიშნეთ, მექსიკური სტილი ინტერიერს ბევრ სინათლეს, სიხარულს ანიჭებს. მსგავსი სტილის შესაქმნელად
სულაც არ არის აუცილებელი ყველა ნიუანსის დეტალურად გათვლა, საკმარისია ძირითადი მომენტების გათავისება და გააზრება, რათა საბოლოო შედეგი მიიღოთ.



ამ ინტერიერისთვის პრიორიტეტული ყოველთვის მყვირალა, მკვეთრი ფერებია. თუმცა აუცილებელია ამ ფერთა ერთმანეთში სწორი კომბინირება. ყველაზე გავრცელებულ ფერებად ვარდისფერი, ცისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი და ლურჯი მიიჩნევა. მექსიკური სტილის ოთახი აუცილებლად ნათელი და მყვირალა ფერის უნდა იყოს, ამიტომ ექსპერიმენტებს ნუ მოერიდებით.



თუ ოდნავ სადა ეფექტის მიღწევა გსურთ, ინტერიერს საფუძვლად თეთრი ფერი დაუდეთ, აქცენტი კი მკვეთრ ტექსტილსა და ავეჯზე გააკეთეთ.



კედლები აუცილებლად მკვეთრი ფერის უნდა იყოს, ეს მექსიკური სტილის ერთ-ერთი მთავარი მომენტია. განსაკუთრებით აქტუალურია ყვითელი ფერი.



იატაკი ძირითადად კერამიკის გახლავთ. ასევე გამოიყენება მუქი ფერის ფიცარი. ბორდიურებში გამოიყენება მექსიკური ორნამენტები.



ავეჯის შერჩევის დროს უპირატესობა ხის სადა ავეჯს ენიჭება. ასევე აქტუალურია დაწნული ავეჯი. თუ რბილი ავეჯის შერჩევა გსურთ, ეცადეთ, რომ მატერია მკვეთრი ფერის ჰქონდეს.



გამოიყენეთ მექსიკური დეკორატიული კერამიკული ფილები.



მკვეთრი ფერის ტექსტილი ყელაზე ხშირად გამოიყენება მისაღებსა და საძინებელში. ასევე ძალიან აქტუალურია მექსიკური ცნობილი კერამიკა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები