როგორ შევურჩიოთ ავეჯს შპალერი

სწორად და გემოვნებით შერჩეული შპალერი სახლში სიმყუდროვისა და ჰარმონიის გარანტიაა, თუმცა კიდევ ერთხელ განვმეორდებით, შპალერი უნდა იყოს შერჩეული გემოვნებით, უნდა ეხამებოდეს ავეჯსა და ინტერიერს.

ჩვენ ამჯერადაც შევეცდებით გაგიწიოთ დახმარება და რამდენიმე საინტერესო რჩევა შემოგთავაზოთ.

როდესაც ავეჯი უკვე ნაყიდი გაქვთ და ირჩევთ შპალერს

რითი უნდა დაიწყოთ?

პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ ფერთან დაკავშირებით. ერთი შეხედვით ეს არცთუ რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა, თუმცა მხოლოდ ერთი შეხევდით, რეალურად ეს საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. იმისათვის, რომ შპალერი საბოლოოდ სწორად შეარჩიოთ, ის უნდა პასუხობდეს სამ ძირითად შეკითხვას.

1.როგორი ატმოსფეროს შექმნა გსურთ სახლში

გამამხნევებელის თუ მოსადუნებელის? თუ მოსადუნებელი ატმოსფეროს შექმნა გსურთ გირჩევთ არჩევანი პასტელის ფერებზე შეაჩეროთ. მაგალითად, ამ შემთხვევაში ძალიან ეფექტურია ცისფერი და მოყავისფრო ფერები. თუ უფრო ენერგიული ატმოსფერო გნებავთ, არჩევანიც უფრო ენერგიულ ფერებზე შეაჩერეთ, მაგალითად წითელზე ან ნარინჯისფერზე.

2. როგორი განათებაა ოთახში

თუ განათება კარგია გირჩევთ შპალერი შედარებით მუქ ფერებში შეარჩიოთ, ცისფერი, მწვანე, იისფერი. თუ განათება არც ისეთი კარგია, მაშინ ფერები თბილი უნდა იყოს, ყავისფერთან და წითელთან მიახლოებული.

3.როგორ შევურჩიოთ შპალერი ავეჯს

გადახედეთ კატალოგებს, მაღაზიაში რამდენიმე სახის შპალერის ნიმუშებია. შეარჩიეთ, წამოიღეთ სახლში და შეადარეთ ერთმანეთს.
თუ ოთახი პატარა ზომის არის სამ კედელზე გააკარით მუქი ფერის შპალერი, ერთ კედელს კი შედარებით მუქი ფერი შეურჩიოთ.

ავეჯთან მიმართებაში კი არსებობს ერთი კლასიკური წესი, ღია ფერის ავეჯს ღია ფერის შპალერი შეურჩიეთ და პირიქით, მუქი ფერის ავეჯს მუქი ფერის შპალერი უხდება.

არის შემთხვევები, როდესაც შპალერი უკვე გაკრულია და უნდა შევარჩიოთ ავეჯი

თუ ზუსტად ის ვერ შეარჩიეთ, რაც წარმოდგენილი გქონდათ ნუ დაღონდებით, ეცადეთ აქცენტები აქსესუარებზე გააკეთოთ, იქნება ეს ტექსტილი თუ სხვა ატრიბუტები.

იდეალური ვარიანტია თუ ავეჯსა და შპალერს ერთდროულად არჩევთ, ეცადეთ რომ ეს ორი ელემენტი ერთმანეთს არა მხოლოდ უხდებოდეს, არამედ ავსებდეს.

მაინცდამაინც კლასიკურ ვარიანტზე ნუ შეაჩერებთ არჩევანს, მიმართეთ ექსპერიმენტებს, მიეცით გასაქანი თქვენს ფანტაზიას.

კომენტარის დამატება