როგორ გავხადოთ ინტერიერი უფრო ნათელი და ხალისიანი

ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით მზის ნაკლებობას განვიცდით. გთავაზობთ რამდენიმე ინტერიერულ გადაწყვეტილებას, რომლებიც დაგეხმარებათ „დაიჭიროთ“ ის და თქვენს სახლში გააჩეროთ.

ნათელი კედლები და მკვეთრი აქცენტები

თამამ ყვავილებიან პრინტებს შეუძლიათ ოთახს განახლებული და ნათელი იერსახე შესძინონ. ლურჯისა და ყვითლის შეხამება კი, როგორც გასული ზაფხულის ფერების კომბინაცია.

მწვანე არშია

გააფორმეთ შენობის შიდა ნაწილისა და აივანს ან ვერანდას შორის საზღვრი დიდი ზომის მწვანე მცენარეებით. გაწიეთ ფარდები ბოლომდე და შემოუშვით სახლში მზე.

ლამაზი ჟალუზები

იფიქრეთ ფანჯრის ახალ გაფორმებაზე. ჩაანაცვლეთ ფარდები ჟალუზებით ან რომაული ფარდებით, რაც ვიზუალურად ფანჯარას
უფრო დიდს აჩენს.

ბუნებასთან ახლოს

დეკორის ელემენტები, რომლებიც ბუნების ფორმების, ნატურალური ფერების, ცოცხალი მცენარეების იმიტაციას ქმნიან, ბუნებასთან სიახლოვის განცდას გიჩენთ, მაშინაც კი, თუ მეათე სართულზე ცხოვრობთ.

ყვავილებს შორის

დიზაინერულ სალონებსა და სამშენებლო მაღაზიებში ნებისმერი გემოვნებისა და ბიუჯეტისთვის შპალერების ფართო არჩევანია. გამოიყენეთ ის კედელზე აქცენტის გასაკეთებლად სასტუმრო ან საძინებელ ოთახში, რათა სახლში ზაფხული უფრო გაახანგრძლივოთ.

თბილი მიღება

ნახეთ, რამდენი შუქი შემოდის, როცა შემოსასვლელში კარს გამჭვირვალე მინა აქვს. კედლებზე მკვეთრი და თბილი ყვითელი ფერი ხალიჩის ნახატს ძალიან უხდება.

ინდური ზაფხული

ოთახში გარემოს მხოლოდ ფარდები და ჟალუზები არ ცვლის, ამას აკეთებს ტექსტილიც. ინდური სანელებლების ფერი პირსახოცები ძალიან კარგია ღია ფერის კედლების ფონზე.

მკვეთრი განაცხადი

როცა დღეები მოკლდება, დამატებით განათებაზე გვიწევს ფიქრი. ჩამოკიდებული „შიშველი“ ნათურა - სინათლის მიღების მოდური გზაა. სასადილო ნაწილში ერთდროულად რამდენიმე ასეთი ნათურა გააერთიანეთ და თქვენი საღამოები უფრო ნათელი გახდება.

წყარო: https://www.goodhouse.ru/home/interior/solnce-pro-zapas-kak-sdelat-interer-svetlee-i-radostnee/#part1

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები