ამ ბინის ინტერიერი ყველაზე პრესტიჟულმა და მკაცრმა ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია

რა მოეწონათ ჟიურის წევრებს ყველაზე მეტად



ერთ-ერთი საერთაშორისო კონკურსის პრესტიჟულმა ჟიურიმ უკრაინის ეს ბინა საუკეთესოდ მიიჩნია. აქ ერთმანეთს საოცრად ერწყმის იაპონური მინიმალიზმი და უკრაინული ესთეტიკა, ასევე აღსანიშნავია ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენება.



კონკურსში 50 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, შეფასებას კი 70 ადამიანი აკეთებდა. მიუხედავად საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანისა, საუკეთესო შეფასება ერთხმად სწორედ ამ ზემოაღნიშნულმა ბინამ დაიმსახურა, მან ჟიურის მოთხოვნის აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. გამარჯვებული კი შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით გამოვლინდა - დიზაინი, ხარისხი, ინოვაცია და ორიგინალურობა.



ამ ორსართულიანი სახლის საერთო ფართი 200 კვ. მეტრია. ბინის
დიზაინი იაპონური ფილოსოფიური მიმდინარეობის, ვაბი-საბის კონცეპტს ემყარება, რომელიც ბუდისტურ სწავლებას მოიცავს. მას ჰარმონიულად ერწყმის უკრაინული ესთეტიკა.



ავტორის თქმით, ამ პროექტში გაერთიანებულია იაპონური ფილოსოფია, უკრაინული ტრადიციები, თანამედროვე ხელოვნება და ოჯახური სიმყუდროვე.





ფოტოების შემხედვარე ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს არა მარტო სახლი, არამედ ხელოვნების ნიმუშია. ვაბი-საბი ხომ ითარგმნება, როგორც სისადავე, უბრალოება. ჰოდა, პროექტის ავტორმაც სწორედ უბრალოება და სისადავე აქცია საკუთარი შემოქმედების წყაროდ.





არადა, იაპუნური და უკრაინული თითქოს საერთოდ არ შეეფერება ერთმანეთს, თუმცა, როგორც ხედავთ, ასე არ არის.





როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ სახლში ყველაფერი აბსოლუტურად ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან არის დამზადებული.





სახლი თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის ბოლო სართულზე მდებარეობს. მისი ბონუსი კი დიდი ღია ვერანდაა, რომელიც ასევე ძალიან ლამაზად და ორიგინალურად არის გაფორმებული.













კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები