აგურის კედელი ინტერიერის დიზაინში

აგურის კედელი კლასიკური ლოფტის დამახასიათებელი დეტალია და დღესდღეობით შენობის გასაფორმებელ რაიმე განსაკურებულ, ორიგინალურ და თამამ გადაწყვეტლებას არ წარმოადგენს. წელს დეკორის ეს ელემენტი კიდევ უფრო მოთხოვნადი, ჩვეულებრივი და სასურველი გახდა. მას ძალიან ფართოდ იყენებენ არა მხოლოდ სამზარულოსა და სასტუმრო ოთახის გასაფორმებლად, მათი გამოყენება ჩვეულებრივ ამბად იქცა საბავშვო და საძინებელ ოთახებშიც.

აგურის კედელი სასტუმრო ოთახში

მისაღები ოთახის ოთხიდან ერთ-ერთი კედლის აგურით მოპირკეთება თანამედროვე დიზაინერების საყვარელი გადაწყვეტილებაა. ასეთი კედელი ორგანულია პატარა ზომის სასტუმრო ოთახისთვისაც კი, სადაც ლაკონურ აქცენტად იქცევა. ის მშვენიერ ფონს უქმნის
ღია ფერის ავეჯს, სურათებს, პანისა და ვიდეოზონასაც.



დიზაინერები გვირჩევენ მუქი კედლისა და ღია ფერის ავეჯის კონტრასტის გამოყენებას, თუმცა ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს კარგი განათება, როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური. მზის სხივებს გზა დიდი, უფარდო ფანჯრის საშუალებით მიეცით, ცენტრალური ჭერის განათებას კი წერტილოვანი განათებები დაუმატეთ.

აგურის დეკორი საძინებელში

არანაკლებ აქტუალურად და ლამაზად გამოიყურება აგურის წყობა საძინებელში. ყველაზე კარგად ის საწოლის თავთან გამოიყურება. მუქი აგურის ფერი ხაზს გაუსვმს ღია ფერის ავეჯს, ხალიჩასა და იატაკს.



თუ მუქი ფერი არ მოგწონთ, რომანტიკის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გაცვეთილი აგურის ფერი ან თუნდაც თეთრი აგური. ის იქცევა ნეიტრალურ ფონად.

თუ უპირატესობას მუქ ფერს ანიჭებთ, შესაძლებელია აგურის კიდევ უფრო გამუქება ოქროსფერი საღებავით. ასეთ ინტერიერს ძალიან უხდება ღია ფერის ავეჯი და მეტალის აქსესუარები.

აგური საბავშვო ოთახში



აგურის კედელი ურიგოდ არც საბავშვო ოთახში გამოიყურება. ასეთი კედელი თქვენს შვილს ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ავეჯის შერჩევის დროს უპირატესობა ღია ხის ფერის ავეჯს მიანიჭეთ.

კომენტარის დამატება