ბავშვის ოთახში დიზაინერმა დედამ ხეები დაარგვევინა და ტყის სამყარო შექმნა


როდესაც უფროსებს ახსოვთ, რა არის ბავშვობა, მაშინ ხდება სასწაულები


4 წლის გოგონას ოთახის პროექტირების დროს დიზაინერი თავად დაუბრუნდა ბავშვობას. თავდაპირველად მას ოთახის ხეზე სახლის სტილში მოწყობა ქონდა გადაწყვეტილი, თუმცა კრეატიული იდეები თანდათან მატულობდა და შედეგად ჯადოსნური ოთახი მიიღო.
ოთახი თავიდანვე არ გამოიყურებოდა ცუდად, თუმცა მშობლებს უნდოდათ ბავშვის ფანტაზიისთვის მეტი გასაქანი მიეცათ და ამისთვის სათანადო სივრცე შეექმნათ, მათ სურდათ რაღაც ფანტასტიური.

იმისათვის, რომ ჩანაფიქრი სისრულეში მოეყვანა და ოთახი ხეზე სახლს დამსაგვსებოდა დიზაინერმა დასახმარებლად ნამდვილ ხის ხელოსანს უხმო. სწორედ მან შესთავაზა იდეა,
ოთახში ხეები დაერგოთ. შეიძინეს ნამდვილი მოჭრილი ხეები და დაამაგრეს ორ ადგილას, იატაკზე და ჭერში, ისე, რომ ბავშვს ხეზე აცოცებაც თავისუფლად შეძლებოდა. გააკეთეს ძალიან ლამაზი და დახვეწილი კიბეც.

კედელეზე გაკრული შპალერი იმეორებს ხეების სილუეტს და ოთახი მართლაც ტყეს გავს. ბავშვის გემოვნების გათვალისწინებით ხეები გაფორმებულია გირლიანდებით, იატაკზე კი გაფენილია უზარმაზარი ხალიჩა. ოთახის ცენტრში დადებული ცხვრის ტყავი ინტერიერს კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს სძენს. ოთახში არის ასევე კარადები, სადაც მოთავსებულია ბავშვის წიგნები და სათამაშოები.

კომფორტული სავარძლები კი სათამაშო ოთახს ძალიან მოსახერხებელ მოსასვენებლ ზონად აქცევს.
კედელზე კიდია დაფა ნახატებისათვის და სარკე.

კრეატიული მაგიდა და კი იძლევა საშუალებას ბავშვი შემოქმედებითად განვითარდეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები