მთავარი დეტალებია – 10 ნივთი, რომელიც სახლიდან უნდა მოაშოროთ


თითოეული ჩვენგანისთვის სახლი ის ადგილია, სადაც სისუფთავე, სიმყუდროვე და სითბო უნდა სუფევდეს. ადამიანები მაქსიმალურად ვცდილობთ, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ სახლი კომფორტული და ლამაზი იყოს, თუმცა ზოგჯერ პატარა დეტალს მთელი ინტერიერის გაფუჭება შეუძლია.
აი, რამდენიმე რჩევა, რომელიც მოგცემთ საშუალებას გამოასწოროთ სიტუაცია.

სადენები



ეს ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ძალიან ხშირად შეხვდებით სახლში აქეთ-იქით გაბმულ თუ მიგდებულ სადენებს, რაც ძალიან ცუდად მოჩანს.

ყვავილების უშნო ქოთნები



ყოველთვის ეცადეთ, რომ თქვენი საყვარელი მცენარე რაც შეიძლება ლამაზ ქოთანში მოათავსოთ. ლამაზი ქოთანი ინტერიერს ძალიან ამშვენებს, უშნო კი პირიქით
- ამახინჯებს.

90-იანების ჭურჭელი



ყოველთვის ეცადეთ, რომ ჭურჭელი იყოს მაქსიმალურად სადა, ერთ ტონში გაფორმებული. კაშკაშა, მჭახე ფერები და გადატვირთული დიზაინი არც სუფრას დაგიმშვენებთ და ვერც ინსტაგრამზე მოიწონებთ თავს.

სარეცხი საშუალებები



თქვენი სამზარეულო ბევრად დახვეწილი და ლამაზი იქნება სარეცხ საშუალებებს სპეციალურ დისპენსერებში თუ მოათავსებთ.

კოსმეტიკის კალათა აბაზანაში



აქეთ-იქით მომოფანტული კოსმეტიკური საშუალებები არაესთეტიურად გამოიყურება. თუ არ გაქვთ საშუალება კოსმეტიკა კარადაში მოათავსოთ ეცადეთ მისთვის სპეციალური კალათა ან ჩანთა გამოიყენოთ.

დიზაინი ერთ ტონში



მკვეთრ, განსხვავებულ აქცენტებზე უარის თქმა ნებისმიერ ინტერიერს მოსაწყენს ხდის.

ყვავილებიანი ფარდები



ყვავილებიანი ფარდები მხოლოდ ქანთრის სტილს შეიძლება მიუსადაგოთ. სხვა შემთხვევაში ეცადეთ ყურადღება გეომეტრიულ ფიგურებზე გაამახვილოთ.

ფეხსაცმელების კარადა



შესასვლელში ჩამწკრივებული ან მიმოფანტული ფეხსაცმელები ძალიან უსიამოვნო სანახავია, ფეხსაცმელების კარადა ამ პრობლემას მოგიგვარებთ.

დიდი ზომის ავეჯი



დიზაინერები გვირჩევენ მოსაღებისთვის რაც შეიძლება მსუბუქი ავეჯი გამოვიყენოთ და მეტი სივრცე დავტოვოთ.

ოთახებში მიმოფანტული სუვენირები



გეთანხმებით, ნებისმიერ სუვენირს საკუთარი ისტორია აქვს და დასამახსოვრებელია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი ყველგან უნდა გამოფინოთ.



კომენტარის დამატება