როგორ გამოვიყენოთ სწორად მკვეთრი ფერები

ბოლო დროს ინტერიერში მკვეთრი, ხასხასა ფერების გამოყენება სულ უფრო აქტუალურია.  საინტერესოა, რომ ამა თუ იმ ინტერიერის ფერთა გამა პირდაპირ მოქმედებს ადამიანების ფსიქიკურ განწყობაზე, თუმცა სახლის მოწყობის დროს ამას ხშირად როდი ითვალისწინებენ.

ჩვენ შემოგთავზებთ პროფესიონალების რჩევებს თანამედროვე ინტერიერის მოწყობის დროს ამა თუ იმ ფერის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მკვეთრი ფერები ინტერიერში

მას შემდეგ, რაც თანამედროვე ინტერიერში ფეხი მოიკიდა ლოფტის სტილმა, შავ ფერსაც მოემატა აქტუალობა.

უდავოა, დიდი სივრცის ლაკონურად შავ ფერში გაფორმება მართლაც ელეგანტური გადაწყვეტილებაა, თუმცა როდესაც საუბარია პატარა სივრცეზე, ამ შემთხვევაში შავ ფერზე
უარის თქმას გირჩევთ.

ძნელია წითელზე მკვეთრი ფერის წარმოდგენა. სწორედ წითელი ასოცირდება ადამიანებში ძალაუფლებასთან, სიძლიერესთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვნების და სიყვარულის ფერია, ოთახში ამ ფერის გადაჭარბებულმა გამოყენებამ შესაძლოა ნეგატიური შედეგი მოგვცეს. კატეგორიულად არ გირჩევთ ამ ფერს სამზარეულოში.

მოჭარბებული ყვითელი თავის მხრივ მოზღვავებული აგრესიის წყაროა. ეს განსაკუთრებით ბავშვის ორგანიზმს ეხება. ამიტომ ბავშვის ოთახში ყვითელი ფერის გამოყენებას კატეგორიულად არ გირჩევთ.


ცნობილია, რომ ღია ცისფერი თავის ტვინის სტიმულაციას იწვევს და მას უკეთ სამუშაოდ განაწყობს. ასევე იწვევს დაღლილობასა და აპათიას.

რაც შეეხება ნაცრისფერს, თავისთავად ის საკმაოდ მშვიდი ფერია, თუმცა ადამიანის ემოციურ ფონს ნამდვილად არ უხდება. 

ნარინჯისფერმა ოთახმა კი შესაძლოა აუხსნელი თავის ტკივილები გამოიწვიოს.

ღია მწვანე ფერი ხელს უწყობს ადამიანს მოდუნებასა და ყურადღების გაფანტვაში.

და ბოლოს, კარგად დაიმახსოვრეთ, თუ ოთახის ინტერიერი მუქ ფერებშია, აუცილებლია ბუნებრივი განათება და რაც შეიძლება კარგი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები