სამზარეულოს ავეჯისთვის ფერთა საუკეთესო შეხამება - პროფესიონალთა რჩევით


კომბინირებული სამზარეულოს გარნიტურები ბოლო დროს ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და დიზაინერებიც ხშირად სთავაზობენ მომხმარებელს. ორი შესაფერისი ფერის დამოუკიდებლად შერჩევა არც ისე მარტივი საქმეა, ამიტომ შევეცდებით თქვენს დახმარებას და შემოგთავაზებთ პროფესიონალთა რჩევებს.

1. წითელი და თეთრი


წითელი და თეთრი ფერი ძალიან კარგად ეხამება ერთმანეთს, როდესაც საუბარი სამზრეულოს გარნიტურზეა. თეთრი წითელს ანეიტრალებს და თვალს არ ჭრის.

2. თეთრი და ოქროსფერი


ამ ორი ფერის ურთიერთშეხამება ძალიან ჰაეროვნად და არისტოკრატულად გამოიყურება, თუმცა ამ შემთხვევაში სამზარეულოს გარნიტურის უმეტესი ნაწილი, ისვე, როგორც თავად სამზარეულოსი, უნდა იყოს
თეთრი ფერის.

3. ვარდისფერი და ნაცრისფერი


ეს თანამედროვე შეხამება ძალიან ეფექტური იქნება ასევე თანამედროვე მინიმალისტურ სამზარეულოში. ინტერიერი გადატვირთული რომ არ გამოვიდეს, შეგიძლიათ ამ ორ ფერს გასანეიტრალებლად მესამე ფერი, მაგალითად ღია ცისფერიც შეურიოთ.

4. ცისფერი და ლურჯი


ეს ორი ფერი ფერთა სიბრტყეზე ერთმანეთის მახლობლად არის, თუმცა ერთმანეთს კარგად ავსებს და ძალიან ეფექტურად გამოიყურება.

5. მწვანე და ნარინჯისფერი


ეს ორი ბუნებრივი ფერია, რომელიც ხშირად შეიძლება შეგვხვდეს ბუნებაში, ამიტომ მათი ურთიერთშეხამება ძალიან ჰარმონიული იქნება.

6. ნარინჯისფერი და ნაცრისფერი


ეს ორი ფერი ძალიან ეფექტური იქნება თანამედროვე ან ლოფტის სტილის სამზარეულოში. ორივე ფერი შეიძლება იყოს საკმაოდ მკვეთრი და მუქი, ეს ინტერიერს არ გააფუჭებს, პირიქით, მას უცხოსა და ძალიან ელეგანტურს გახდის.

7. ცისფერი და თეთრი


კიდევ ერთი კლასიკური და ყოველთვის აქტუალური ფერთა შეხამება. მუქ ცისფერ ფერში, როგორც წესი, აფორმებენ გარნიტურის ქვედა ნაწილს, ზედა კარადები ჭერის გაგრძელებად ითვლება. ძალიან ელეგანტური და დახვეწილი გამოდის.


კომენტარის დამატება