დაუმატეთ ინტერიერს ფერები - დიზაინის იდეები

ფირუზისფერი ძალიან ლამაზად გამოიყურებ მცირე ზომის ოთახშიც კი. თუ მას მკვეთრი აქცენტებით გადაახალისებთ, მართლაც ფანტასტიურ შედეგს მიიღებთ. ფირუზისფერს ძალიან უხდება მომდოგვისფრო-მოყვითალო ფერი.

მცდარია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ პატარა ოთახში მხოლოდ ღია ფერის შპალერი უნდა იყოს. ნუ შეუშინდეთ მკვეთრ, დამჯდარ ფერს, პატარ სივრცეშიც კი მსგავსი ფერები განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის. სოკოსფერი ღია ვარდისფერთან, მოცისფრო-ლურჯი შეხამებული შავი ქლიავისფერთნ ან ნაცრისფერი ლაიმისფერ მწვანესთან. აუცილებლად იგრძნობთ სხვაობას და მიხვდებით, რომ ამ ფერთა შეხამება გამართლებულია.

შესასვლელში შეგიძლიათ გამოიყენოთ მსხვილპრინტიანი შპალერი.

სალათისფერი გრაფიკულ ნახატებთან, რომელიც მანსარდის ჭერზე
იქნება გაკრული, ძალიან თანამედროვედ გამოიყურება.
შეეცადეთ ოთახი გააფორმოთ ისე, რომ არქიტექტურული ნაკლი უპირატესობად აქციოთ. მაგალითად, შელახული ჭერი მანსარდაში შეგიძლიათ გააფორმოთ მსხვილპრინტიანი შპალერით და ის ოთახის მთავარ აქცენტად და ღირსებად აქციოთ.
თუ პატარა საძინებელი გაქვთ, ნუ დაღონდებით, შეარჩიეთ დიდთავიანი საწოლი, მკვეთრი ფერის და ნახავთ, როგორი მომგებიანი გადაწყვეტილება იქნება. ასეთი საწოლი პატარა საძინებლის მშვენება გახდება.
კიდევ ერთი ეფექტური დეკორატიული ხრიკი ფერადი სკამები გახლავთ, რომელიც ნამდვილად სჯობს ერთი ფერის მოსაწყენ სკამებს.
ნურც აბაზანას დაივიწყებთ, ნუ გახდით მას მოსაწყენს, ეცადეთ დეკორატიული ფილებით, სხვადასხვა ფერით გადაახალისოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები