10 საუკეთესო ინტერიერი ფილმებიდან

რამდენჯერ აღვუფრთოვანებივართ ინტერიერს ფილმებში.
ზოგჯერ ეს ნამდვილი შედევრია. ჩვენც შევარჩიეთ რამდენიმე გამორჩეული ინტერიერი. დაათვალიერეთ, იქნებ, გამოგადგეთ კიდეც.

1. დიდი გეთსბი

მართლაც რომ გლამურული, ფუფუნებით აღსავსე არტ-დეკო ყურადღების მიღმა ნამდვილად ვერავის დარჩება. მამ ინტერიერის მთავარი ხიბლი ეს საოცარი ბროლის ჭაღია.





2. კოკო შანელი და იგორ სტრავინსკი

ამ ფილმში ასახული ინტერიერის ლაკონური ხაზები, მოდერნისტული ორნამენტები და გრაფიკული დახვეწილობა მართლაც აღნიშვნის ღირსია, ამ კლასიკურ შავ სანათს კი კოკო შანელი ნამდვილად სათანადოდ შეაფასებ
და და დააფასებდა.



3. შეშლილები

60-იანების ყველაზე დახვეწილი ეპოქა. ღუ თბილი ფერები და ხე თავისას შვრება და ხიბლავს მაყურებელს. 1959 წლის ოუმენის სავარძელი კი ნამდვილად საინტერესო დეტალია.




4. მოახლე

ამ ფილმში ასახულია საოცარი ეკლექტიკა. ინგლისური სახლი ვირტუალურად არის შეხამებული იაპონურ საცხოვრებელ სახლთან. აქ ერთად არის წარმოდგენილი ვიქტორიანული კლასიკა და აზიური მინიმალიზმი.
ეს მასიური კომოდი კი ინგლისური კლასიკაა.



5. სექსი დიდ ქალაქში

ფილმში წარმოდგენილია მყუდრო, მაქსიმალურად კომფორტული ინტერიერი, რაც მთავარია, თანამედროვე. ფილმის მთავრი საწოლი კი ამ აქსესუარის გარეშე წარმოუდგენელია.


6. სიყვარული წესებით და წესების გარეშე

ამ ფილმში ასახული ინტერიერი მართლაც რომ მისაბაძი მაგალითი გახდა ბევრი დიზაინერისთვის. განსკუთრებულ ყურადღებას იქცევდა სამზარეულოს ზედაპირი. ეს ინტერიერი გახლავთ ამერიკული კლასიკა. ეს სავარძელი კი ფილმის დეკორაციიდან არის აღებული.



7. ტოსკანის მზის ქვეშ

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს კლასიკა. მყუდრო და დახვეწილი ინტერიერი. მთავარი ხიბლი პასტელის ფერებში შესრულებული ფრესკებია. სკამიც დახვეწილი და ორიგინალურია.



8. ბინდი

ეს მინიმალისტური სახლი ყურადღების მიღმა არავის დარჩენია. ცივ შუშებს თბილი ხე ათბობს და შედეგი საოცარია. ეს საწოლი კი ამ ინტერიერს ძალიან მოუხდა და მოერგო.


9. შერლოკი

ინტერიერის აქცენტი კედელია. საინტერესო დეტალია ასევე ლაკონური, მინიმალისტური ტორშერი და ტყავის დივანი - ინგლისური კლასიკა.



10. მგზავრები

ერთად შერწყმული ჰაი-ტეკი და 60-იანი წლები არის წარმოდგენილი კოსმოსურ ხომალდზე. გრაფიკული პრინტები სრულყოფს ფუტურისტულ გარემოს. ეს საწოლი კი ამ ერთი შეხედვით უცნაურ სტილს ძალიან მიუხდებოდა.




ალმოდოვარის ფილმები
ალმოდოვარის ყველა ფილმი, გარდა იმისა, რომ თავად ფილმებია გენიალური, დიზაინითაც გამოირჩევა და ძნელია მათი გამორჩევა, რომელია უკეთესი. სტილიც კია დიზაინში - ალმოდოვარის სტილი, რომელსაც ბევრი ირჩევს. 





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები