ალადინის სასახლე - დაუჯერებელი ფუფუნების ბინა მოსკოვში

ეს ბინა მოსკოვში მდებარეობს და მისი ფასი 216 მილიონია. თუმცა არა, ეს ბინა იკი არა, ალადინის სასახლეა. ფრთხილად იყავით, ცისარტყელაში არ ჩაიძიროთ.

ამ ბინის ფართობი სულ რაღაც 200კვ. მ-ია. ერთადერთი ნივთი, რომელსაც დიზაინერის ხელი არ შეხებია ამ სახლში, ძველებური ტელეფონია. უბრალო თეთრი ტელეფონი ნიანგის ტყავის ეფექტის მქონე შპალერზე კიდია საცოდავად. ის ძალიან სადად, მოსიშვლებულად გამოიყურება მთლიანი სახლის თვალისმომჭრელი დიზაინის ფონზე, პირდაპირ მოითხოვს რამდენიმე სვაროვსკის თვალის მიწებებას.



პირდაპირ გადავიდეთ სახლის ცენტრზე, ეს არის მისაღები ოთახი. ოქროს რადიოატორები, მარმარილოს იატაკი, შუშის, ყვავილებიანი სკამები.



ეს მოსკოვის ყველაზე გლამურული სახლია, ეს ტიტული კი გარკვეულ საფასურს მოითხოვს.

მერე რა, რომ სამზარეულოში სკამები არცთუ მოხერხებულია, მერე რა, რომ დაავიწყდათ გაეთვალისწინებინათ ტელევიზორისთვის ადგილის გამოყოფა და ის უბრალოდ ფანჯრის რაფაზე მოათავსეს. მთავარია, რომ რადიატორი ვარდისფრად არის შეღებილი. ამით ყველაფერი ნათქვამია.



ეს... საძინებელია. ეცადეთ ეს ფოტო მოარიდოთ ბავშვებსა და ფეხმძიმე ქალებს.



აი, ეს კი საბავშვო ოთახია. ვერაფერს იტყვი, ბავშვს პატარაობიდანვე უნდა ჩაუნერგო გლამური.



ახლა მეორე საძინებელს წარმოგიდგენთ, ის მატარებლის ვაგონის სტილშია გადაწყვეტილი. ორიგინალურია, ვერაფერს იტყვი.



ესეც კორიდორი.

აბაზანაც თვალისმომჭრელია, ამაში ვერავინ შეგვედავებით.

ყველაზე მოკრძალებული ამ სახლში ეს აბაზანაა.



მოგეწონათ. სულ რაღაც 216 მილიონი და ეს ბინა თქვენია.

კომენტარები

nini 2017-09-09 23:59
sruli ugemovneba
ნინა 2017-06-29 15:33
თფუი
qeti 2017-06-17 22:35
leontievis iqneba
leila 2017-06-15 11:39
არ მინდა საჩუქრადაც კი
nino 2017-06-13 23:01
Zogz bevri. Fuli AK da arvicis sad caigos asti ugemivnot mockobili AR minaxia arsad.anra fereebia tvalebi agichreleba adamians. Faktia rom vinc AR unda ikoa patroni am saxlis magari ugemovno kofila

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები