როგორ უნდა მიაგნოთ ფერს, რომელიც სახლში არასდროს მოგბეზრდებათ - ფერები ინტერიერში, რომლებიც ყოველთვის სიამოვნებას მოგანიჭებენ


ექსპერტები აკვირდებიან, თუ რომელი ფერები უკეთ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და სახლის ატმოსფეროზე.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვა, რომელსაც მომხმარებელი უსვამს ინტერიერის დიზაინერს, გახლავთ შემდეგი: "რა ფერად შევღებო კედლები, რომ არ მომბეზრდეს?" არქიტექტორებს ამ კითხვაზე მოკლე პასუხი აქვთ: "ნებისმიერ ფერად". საქმე ის გახლავთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და კედლების ფერის არჩევისას თითოეულის გემოვნებაა გასათვალისწინებელი.
არქიტექტორი ამტკიცებს, რომ კედლების ფერის არჩევისას, წინასწარ უნდა იცოდეთ ორი რამ: როგორი უნდა იყოს საბოლოო შედეგი და გაქვთ თუ არა შესაძლებლობა გამოიყენოთ ის კონკრეტული მასალები, რომლებიც დაგჭირდებათ სასურველი
შედეგის მისაღებად. მაგალითად, თქვენ გაქვთ რემონტი, უკვე შეიძინეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ, კერამოგრანიტის ფილები, იატაკის ფმასალა და ფიქრობთ კედლების ფერზე. მასალების ცალ-ცალკე შერჩევა არ არის ეფექტური.

ცოტაოდენი თეორია: არსებობს აქრომატული და ქრომატული ფერები. აქრომატული - უფერო: თეთრი, შავი და ნაცრისფერი. ქრომატული - წითელი, ლურჯი, ყვითელი. როდესაც ამ ფერებს ვურევთ, ვიღებთ მეორეხარისხოვან ფერებს: ნარინჯისფერს, მწვანეს, იასამნისფერს და სხვა.

თეთრი

ღია ფერები - თეთრი და ნაცრისფერი -ინტერიერში ყოველთვის კარგი ბაზაა. თუ არ იცით, რა ფერი აირჩიოთ კედლებისთვის ან შეცდომის დაშვების გეშინიათ - აირჩიეთ თეთრი. ის ყველაფერს უხდება, შეუძლია გააუმჯობესოს დამატებითი ფერები და ინტერიერის მეორადი ნივთები. თეთრი (და მისიყველა ელფერი) იძლევა ნებისმიერი ექსპერიმენტის შესაძლებლობას.

მწვანე

თუ აქრომატულ ფერებზე ვისაუბრებთ, მაშინ ყველაზე ხელსაყრელი ფერია მწვანე: ზეთისხილისფერი, ღია ხაკისფერი, ნაცრისფერი-მწვანე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფონის ფერები უნდა შეირჩეს კომპლექსურად, ხოლო აქცენტებისთვის ფერები უფრო ღია უნდა იყოს, სხვა ფერების დანამატების გარეშე, თუმცა იმავე ფერში, როგორიც ფონია. ვისაც არ აშინებს თამამი გადაწყვეტილებები, შეუძლია განიხილოს თიხის ფერი, აგურისფერი და ქვიშის პალიტრის ფერები. ასეთი ინტერიერი ვიზუალურად თბილი და მყუდრო იქნება.

ლურჯი

რამდენიმე სიტყვა მუქი, მდიდარი ფერების შესახებ. მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რომელ ოთახში გამოიყენებთ მათ. თუ ვსაუბრობთ საძინებელზე, მაშინ უმჯობესია აირჩიოთ რთული და მდიდარი ფერი - მაგალითად, ლურჯი. ეს ფერი დამამშვიდებელია, საღამოს შუქზე მედიტაციურ ეფექტსაც კი ახდენს ადამიანზე. თუმცა ყველაფერს ბალანსი სჭირდება - უნდა გვახსოვდეს, რომ მუქი ფერები გაცილებით ნაკლებად პრაქტიკულია, ვიდრე ღია", - განმარტავს არქიტექტორი.

როგორ ავირჩიოთ ინტერიერის მთავარი ფერი ფსიქოლოგიის გამოყენებით?
იმისათვის, რომ შეარჩიოთ კედლის ფერი, რომელიც დადებით გავლენას მოახდენს თქვენს ფსიქიკაზე, შეგიძლიათ ცნობილი ლუშერის ტესტი გამოიყენოთ.

ადრე მხოლოდ ფსიქოლოგები საუბრობდნენ ფერის გავლენაზე ადამიანის ფსიქიკასა და ემოციურ მდგომარეობაზე, თუმცა ბოლო პერიოდში ეს თემა ჩვენი ცხოვრების ბევრ სფეროში გაჩნდა. მართალიცაა: გარკვეულ ფერებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ადამიანის განწყობა, გაზარდონ პროდუქტიულობა, შექმნან მეტი სივრცის ოპტიკური ილუზია, ან სხვა დადებითი ეფექტი. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ აქვს რაიმე უარყოფითი ასოციაცია ამა თუ იმ კონკრეტულ ფერთან.
"იმისთვის, რომ სწორად შეარჩიოთ თქვენი ფერი, აიღეთ ფლომასტერების შეკვრა, ფურცელი დადახატეთ იმ ფერის კვადრატი, რომლის გამოყენებასაც აპირებთ ინტერიერში, ან რომლის გამოყენებასაც დიზაინერი გირჩევთ. შემდეგ, მშვიდ გარემოში, სადაც არავინ შეგაწუხებთ, ჩამოწერეთ ყველა შესაძლო ასოციაცია, რომელიც წარმოიქმნება ამ ფერის შეხედვისას, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი. ეს დაგეხმარებათ გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაში. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გირჩევთ ამ ხრიკის გამეორებას რამდენჯერმე, ერთი კვირის ინტერვალებით. საბოლოო ჯამში, გააკეთეთ ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეთ თქვენი სახლის ინტერიერის საბოლოო ფერი, რათა თქვენი სახლი ყოველთვის ასოცირდებოდეს რაღაც მშვიდთან და კომფორტულთან", - გვირჩევს ფსიქოლოგი.

კომენტარის დამატება