სასწრაფოდ გათიშეთ ტელეფონი, თუ ეს კითხვა დაგისვეს

სამართალდამცავი ორგანოები საზოგადოებას ახალი სატელეფონო აფერის თაობაზე აფრთხილებენ, რომელიც მთელ მსოფლიოში იკიდებს ფეხს. საქმე ისაა, რომ თაღლითები კონკრეტულ პირებთან უცნობი ნომრიდან რეკავენ და ეკითხებიან: „გესმის ჩემი ხმა?“ და თუ დადებითი პასუხი მიიღეს… მათ თქვენი ხმისა და თქვენი დადებითი პასუხის ჩაწერა სჭირდებათ, რათა მერე საბანკო ბარათებთან დაკავშირებული მაქინაციები მოაწყონ. პოლიციამ უკვე ბევრ ქვეყანაში წამოიწყო მასშტაბური კამპანია საზოგადოების გასაფრთხილებლად. მარტო აშშ-სა და ევროპაში თაღლითების ანკესზე ათასობით ადამიანი წამოეგო. გამორიცხული არ არის, ეს „სენი“ ჩვენშიც შემოიჭრას. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი მკითხველებიც გავაფრთხილოთ მოსალოდნელი აფერის თაობაზე.

 თაღლითობა 95,5 ათასი დოლარის ფარგლებში:

იძულებით გადაადგილებული პირები მოატყუეს თაღლითების მიზანი მათი მიზანია ნებისმიერ ფასად მიიღონ თქვენგან ნებისმიერი ტიპის დადებითი პასუხი: „დიახ“, „რა თქმა უნდა“, „გეთანხმებით“… შესაძლოა რამდენჯერმე ჩაგეკითხონ ერთი და იგივე:

• „გესმის?“

• ვერ გავიგე, გესმის თუ არა?“

• „დამეთანხმე, თუ გესმის“… ან სულაც სხვა შინაარსის შეკითხვა დაგისვან:

• „მუშაობთ?“

• „ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ…“ აფერის პრინციპები თაღლითობა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით: დაკავებული არიან ადვოკატები თქვენი ხმის ჩანაწერი შესაძლოა მობილურ ბანკინგში გამოიყენონ. ანუ, თქვენი სახელით შეიძინონ პროდუქცია და აიღონ კრედიტი. თქვენ კი არც გეცოდინებათ, რომ ვიღაცის გარანტორი ხართ და ერთ მშვენიერ დღეს თავად მოგიწევთ ბანკისთვის იმ თანხის გადახდა, რომლითაც თაღლითმა ისარგებლა და არა თქვენ.

განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: შეცდომები, რომლებსაც ტელეფონის დატენვისას ვუშვებთ - ეს აზიანებს ტელეფონს
ნუ დატოვებთ მობილურს საძინებელში!

კომენტარები

Nat 2017-03-06 03:01
სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან სესხის აღებას და მსგავს ოპერაცირბს კლიენტის ადგილზე ყოფნა უნდა, თავისი პირადობით და ა.შ. ხმით დადასტურებას არ მგონია სადმე იყენებდნენ. არც იმტერნეტ ბანკის პაროლებია ხმაზე. თუმცა სიფრთხილე არაფერში არ გვაწყენს რა თქმა უნდა
სერგი 2017-03-05 23:16
და სხვაგან რო ჩაიწერონ სადმე, ხო არ ჯობია საერთოდ დავდუმდეთ ან გავქრეთ ცხოვრებიდან

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები