ინგლისში ყვავილს მსოფლიოში წარმატებული ქართველი ბალეტის მსახიობი სახელი მიანიჭეს

დავით მახათელი იმ ერთადერთი ქართული ოჯახის წარმომადგენელია, რომლის ოთხივე წევრი მსოფლიო საბალეტო ხელოვნებას ემსახურება... 2001 წელს მთელი ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. დავით მახათელის მამა ნუგზარ მახათელი ამერიკაში საბალეტო სკოლას ხელმძღვანელობს, ბევრი წარმატებული ხელოვანი აღზარდა, ჰყავს უამრავი კონკურსანტი, აქვს ჯილდოები... დედა - მარინა ლოლაძე საბალეტო სკოლის პედაგოგია ხოლო და – მაია მახათელი – პრიმაბალერინა, რომლის უზარმაზარი ფოტოები ევროპაში ავტობუსებზე, ტაქსებზე, გაჩერებებზე და ბილბორდებზეა... დავით მახათელის მეუღლე მარინა ლოლაძეც პრიმაბალერინაა, პეტერბურგის - მარიას თეატრის წამყვანი მოცეკვავე იყო წლების განმავლობაში...

მარინას მამა

– კოტე ლოლაძეც განთქმული მოცეკვავე იყო. იგი სუხიშვილების ანსამბლში ცეკვავდა. კოტე ლოლაძე და ჟორა პატარაია, ცნობილი წყვილი იყვნენ. ისინი სტალინის იუბილეზე მიიწვიეს საცეკვაოდ. სტალინმა მათ ველოსიპედი აჩუქა, რაც დღევანდელ კარგ ავტომობილს უდრის. სტალინი რომ გარდაიცვალა, შეეშინდათ ველოსიპედები გადაყარეს და ბრელოკები დაიტოვეს სამახსოვროდ.


დავით მახათელის სახელი ინგლისში ერთ-ერთ ყვავილს უწოდეს - Orkidea Hibrid-ს (რეგისტრირებულია იაპონიაში)... დავით მახათელმა ეს დამსახურება შემდეგი წარმატებებით მიიღო: 7 წელი იყო ჰიუსტონის თეატრის წამყვანი მსახიობი და შემდეგი 7 წელი წამყვანი მსახიობი - როიალ ბალეტში... დავით მახათელმა დიდ წარმატებებს მიაღწია მსოფლიო მასშტაბით. ლოზანაში კონკურსზე პირველი ადგილი აიღო, მოსკოვშიც პირველი ადგილი და პარიზში მესამე ადგილი. მიღებული აქვს საბალეტო ოსკარი ნიუ-იორკში... დავით მახათელი ორჯერ მოიწვია ნინო ანანიაშვილმა საქართველოში და მათ ერთად იცეკვეს სპექტაკლებში. 

 დღესდღეობით დავით მახათელი ხელმძღვანელია კომპანიისა ცეკვა და მოცეკვავეები, სადაც ხელოვნებაზე უამრავ პროექტს ახორციელებენ. მსოფლიო დონის კონცერტებს აწყობს... გამართეს რუდოლფ ნურიევის, მაია პლისეცკაიას საღამოები... ძალიან ეხმარება ახალგაზრდებს. დიდ პოპულარიზაციას უწევს ხელოვნებას, არის ჟიურის წევრი კონკურსებში, ატარებს გაკვეთილებს როიალ ბალეტში და სხვაგან, როგორც პედაგოგი. 

ყვავილისთვის დავით მახათელის სახელის მინიჭების ცერემონიაზე სცენაზე ავიდა დედოფალი და წარმატება პირადად მიულოცა. ასევე - პრინცმა ჩარლზმაც. რამდენჯერმე სასახლეშიც იყო მიწვეული. 

მანანა გაბრიჭიძე

კომენტარის დამატება