"ვისაც საწოლის მატრასის ყიდვა აქვს დაგეგმილი, არ მოტყუვდეთ..." - ჟურნალისტის მწარე გამოცდილება და "მატყუარა" ბაზარი

ეს ჟურნალისტ ანა კალანდაძის არც ისე სასიამოვნო გამოცდილებაა, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა და როგორც ცნობილია, ანას ერთადერთი არ არის, ვისაც ასეთი პრობლემა შეექმნა. უამრავი ადამიანი იხდის ფულს (არც ისე ცოტას) ამა თუ იმ საჭირო პროდუქციაში, ენდობა ეტიკეტს, გამყიდველს, მაღაზიას და საბოლოოდ მოტყუებული და კიდევ უფრო უარესი - დაზარალებული... სამწუხაროდ, საწოლის მატრასი ერთ-ერთია იმ მასობრივ უხარისხო პროდუქციას შორის, რომლებითაც სავსეა ჩვენი ბაზარი და რაც ყველაზე გულსატკენია, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, ის, თუ როგორ და რაზე წევხარ,როგორ გძინავს, პირდაპირ აისახება

ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე...

მაშ ასე, შეპირებული პოსტი-გამოცდილება:

"ვისაც საწოლის მატრასის ყიდვა აქვს დაგეგმილი, არ მოტყუვდეთ: თბილისის სავაჭრო ცენტრებში არსებულ მატრასებს, რომლებსაც თურქულად ასაღებენ და შესაბამისი ეტიკეტიც აქვს ზედ დაკრული, იკერება და აწყობენ თბილისში. ადგილობრივ წარმოებასთან არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, პირიქით, სასიხარულო ფაქტია, ხარისხიან საქონელს რომ იძენდე, რატომაც არა, მაგრამ...
ბაზარზე არსებული მატრასები ვიზუალურად დიდად არ განსხვავდება თურქეთიდან შემოტანილისგან, თუმცა თბილისში (ბუნებრივია ეკონომიის მიზნით), დაბალი ხარისხის ზამბარები, ქეჩა, ღრუბელი და სხვა მასალებია გამოყენებული. ბევრი რომ არ გავაგრძელო, საკუთარი თვალით არ მქონდეს ეს ყველაფერი ნანახი და + გამოცდილი, არაფერს დავწერდი, მაგრამ ვითომდა ორთოპედიული, ანტიბაქტერიული მატრასი, შეძენიდან 2 თვეში რომ აბაზანის ფორმის გახდება და აქედან 1 თვე მასზე არ გიძინია, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაგავში გადაყარე ფული ("ფრედი კრუგერის" პერსონაჟებივით ვარ, თუ ჩაგეძინა, საწოლი-აბაზანა ოკეანედ, ან ჭაობად იქცევა, რომელშიც ჩაიძირები, ჩაიხრჩობი, ან წაგიყვანს ფრედი).


გაიკითხეთ, მილიონი რჩევა მოისმინეთ და ნაცნობი ნახეთ, ოღონდ პატიოსანი ნაცნობი. ჯობია მაღაზიები დაიაროთ, ნახოთ საბუთი, რომ საქონელი საბაჟოგამოვლილია და ა.შ. არ ენდოთ მათ, ვინც გეტყვით, რომ შვილი ზუსტად ასეთ მატრასზე უწევს, ან თავად სძინავს ისეთზე, რომელიც თქვენ შეარჩიეთ. მოკლედ, ტვინი გაუბურღეთ და გაიბურღეთ, თორემ სხვა შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ რამდენიმე ასი ლარი ქარისთვის გაგიტანებიათ... მშვიდი და კომფორტული ძილი ხომ ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია".

 

ასევე იხილეთ: "მაღაზიებში შემოთავაზებული 200-ლარიანი მატრასები გადაყრილი ფულია" - რჩევები საძინებლისთვის

კომენტარები

NUGZAR IASHVILI 2020-05-15 02:31
AQ YVELA MATTRASI RAC ARIS AQ GAKETEBULIA,AR sEMODIS MEORADIS GARDA SAQARTVELOSHI MATRASEBI,AWERIA MARKEBI MXOLOD DA AR MOTYUVDET XALXNIO, AQA IYIDEBA KAI MATRASEBI OGOND UNDA ICODET KARGIS ARCHEVA, LATEQSSHI MARTLA KARGEBS AKETEBEN
მანანა თოდუა 2020-05-15 02:29
მე არ მახსოვს რომელი ქარხანა იყო მაგრამ მაქვს ნომერი 557570910 თამუნა ჰქვია,რომელიც ტყუილების გარეშე კარგად მომემსახურა და ამიხსნა რომელი ხარისხია კარგი და რომელი ცუდი,იაფიანი კარგი მატრასი არ არსებობს. სახლში მომიტანეს ,2 წელია მაქვს და ჯერ არაფერი მოსვლია,
მაკა ჟურნალისტი 2020-03-05 01:50
კი ,მეც ლატექსში შევიძინე,ეგენი არ აფუწეენ ხარისხს. კარგი მომსახურეობაც აქვთ.
ზაზა კოშაძე 2020-02-02 00:51
კი ნამდვილად ლატესქის თამუნა მაგრად მოგვემსახურა, კმაყოფილი ვარ ძალიან,არც მომატყუა,ხელოსანიც გამომიგზავნა ავეჯის იაფად და კარგად გამიკეთა, ძალიან კმაყოფილები ვართ,.557668255 ნოდო,თუ დაგჭირდათ დაურეკეთ,557570910თამუნა
ნინო ბერიძე 2020-02-02 00:45
მე თითქმის ყველა ქარხაბაში მაქვს ნაყიდი,საოჯახო სასტუმრო მაქვს და ყველლაზე კარგი მატრასი ლატექსის ფირმის აღმოჩნდა, საბაშიც როა იქაც ვიყიდე და სამარცვინოა უბრალოდ. 557570910 აქ თამუნა ჰქვია და კარგი მომსახურეობა აქვთ ძალიან და შეღავათიც გამიკეთა. მართლა თურქული მასალითაა ეტყობა აშკარად ,

კომენტარის დამატება