აი, რატომ უკეთებენ ჩინეთში ცათამბჯენებს ასეთ უცნაურ ხვრელებს

ჩინეთში ადამიანს ბევრი რამ აოცებს, აღაფრთოვანებს და ამახსოვრდება. ერთ-ერთი ალბათ ეს მოვლენაცაა - უცნაური ხვრელები ცათამბჯენებში.








ამ საკითხისადმი რაციონალური მიდგომის თანახმად, აქ ძალიან ხშირია ძლიერი ქარიშხლები. ეს ხვრელები იმიტომ კეთდება, რომ ამ ძალიან მაღალ შენობებს ჰქონდეთ უნარი, ქარი, ასე ვთქვათ, გაატარონ და არ დაზიანდნენ მისი ზემოქმედების ქვეშ.



თუმცა ფენ-შუის მიმდევრებმა კარგად იციან, რომ ასე სულაც არ არის და რომ ამ ხვრელებს სხვა განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.



ადგილობრიბი მკვიდრნი დარწმუნებულები არიან, რომ ჰოგ კონგი ყვავის იმ გველეშაპის წყალობით, რომელიც მთიდან წყლისკენ ეშვება (ქალაქი
ხომ მთასა და წყალს შორის მდებარეობს) წყურვილის მოსაკლავად.


ხალხს ჯერა, რომ წყლის სანაპირო მაღალი შენობებით თუ დაიტვირთება, გველეშაპს წყლის დალევა გაუჭირდება, ეს კი კარგს ვერაფერს მოიტანს.


სწორედ ამ მიმზეზის გამო აკეთებენ მშენებლები მაღალ შენობებში ნაპრალებს, რათა ვეშაპმა წყლისკენ მიღწევა მარტივად შეძლოს და ზედმეტი დაბრკოლების გადალახვა არ მოუწიოს.

აი, მაგალითად, არქიტექტორმა აი ემ პეიმ ეს ცათამბჯენი ფენშუის წესების სრული დარღვევით ააგო, შენობა მაღალი და წვეტიანია, ნაპრალის გარეშე. და მას მერე დადის ხმები, რომ ამ უბნის მცხოვრებლებს იღბალი არ წყალობთ. ჰონგ კონგის გუბერნატორმაც კი არ ისურვა ამ უბნის მახლობლად დასახლება სამთავრობო რეზიდენციაში.
ხალხს სჯერა, რომ მაღალი შენობის წვეტიანი თავი ვეშაპს დაბრკოლებას უქმნის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები