რას აღნიშნავს ბინის ნომერი ფენშუის მიხედვით

ფენშუის მიხედვით, ციფრები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანების ცხოვრებაში.

რა თმქა უნდა, კონკრეტული ციფრებისგან არავინ კვდება ან ხდება ავად, თუმცა არსებობს მეცნიერება, რომელსაც ეწოდება ნუმეროლოგია და სწორედ ეს მეცნიერება განსაზღვრავს ამა თუ იმ ციფრის ავკარგიანობას. ნუმეროლოგია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს აღმოსავლეთში, სადაც ციფრებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

ითვლება, რომ თითოეული ციფრი გარკვეული ენერგიის და მუხტის მატარებელია. ეს არ არის რაღაც საშინელი და სახიფათო, ეს არის უბრალოდ ინფორმაცია, რომლის ცოდნაც გამოგვადგება.

ციფრების რეალური ენერგია ცხოვრებისეული გამოცდილების ხარჯზე გროვდება.

აი, რას აღნიშნავს თითოეული
ციფრი ფენშუის მიხედვით

1.
სიახლე, ენერგია, ახალი წამოწყებებისკენ სწრაფვა

2.
ბალანსი, სტაბილურობა, თანამშრომლობა

3.
ოჯახი, თვითგამოხატვა

4.
3-ის მსგავსად, ოჯახი და თვითგამოხატვა

5.
თავგადასავლები, რადიკალური ცვილებები

6.
მოთმინება, მზრუნველობა, პრაქტიკულობა

7.
მარტოსულობა, პიროვნული ზრდა

8.
სიმდიდრე და განვითარება

9.
მიღწევები, წარმატებები

0.
სიცარიელე, ყველაფრის დასაწყისი და დასასრული

დანარჩენი ციფრები ამ ციფრთა კომბინაციებია.Aთუ ციფრი რამდენჯერმე მეორდება, მაგალითად 222 ან 333, მაშინ ამ ციფრის ენერგია ორმაგდება ან სამმაგდება და ა.შ. თუ ციფრის ბოლოს ნულია, მაშინ ციფრის ენერგია ძალიან ბევრჯერ იზრდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები