აავსე დედამიწა ვარდის სურნელით - ვარდების წვიმა საგურამოში

3 ივნისს საგურამოს ROSE ART-ში გაიმართა უკვე ტრადიციად ქცეული ვარდების წვიმა, სახელწოდებით "აავსე დედამიწა ვარდის სურნელით", რომელიც მიეძღვნა ცნობილი ქირურგის მერაბ კილაძის ხსოვნას.

საღამო ძალიან ლამაზი, ემოციური და ნოსტალგიური გამოვიდა -ულამაზესი ნახატების, საოცარი მუსიკის და მშვენიერი ვარდების ფონზე.

ROSE ART-ის მფლობელiი, ქალბატონი ცირა ოქროპირიძე საზოგადოებას ჯერ ვარდის ფილოსოფიის შესახებ ესაუბრა, შემდეგ იმ ეკოლოგიურ პრობლემებზე, რაც ჩვენთვის ყველასთვის აქტუალურია. ღონისძიების მეორე ნაწილში კი ცნობილი ქირურგი მერაბ კილაძე გაიხსენეს მეგობრებმა და ცნობილმა მომღერლებმა ბევრისთვის საყვარელი სიმღერები შეასრულეს - თამრიკო ჭოხონელიძემ, ოთხმა
გიამ, გია მაჭარაშვილმა, კახა ცაბაძემ და სხვებმა. საზოგადოების წინაშე ლექსები წაიკითხა პოეტმა და მსახიობმა ირმა გურიელმა.

წარმოდგენილი იყო კოტე ამირეჯიბის, თამარ ვაჩეიშვილის, ქეთი თოდაძის, ბექა ქავთარაძის და თაკო ჩეჩელაშვილის ნახატები, ლილე ფილფანის და მაიკო არჩვაძის ხელნაკეთი ნივთები.

საღამოს ბოლოს, ტრადიციულად, ვარდების წვიმა წამოვიდა და კიდევ მეტი ემოციით აავსო სტუმრები და მასპინძლები.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები