როგორი ზაფხული გველის - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

2018 წლის ზა­ფხუ­ლის თვე­ე­ბი აქამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბულ რე­კორ­დულ რი­ცხვებს არ ას­ცდე­ბა - ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო გვაწ­ვდის. მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ( WMO) ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, 2018 წლის ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ბალ­კა­ნე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის, ხმელ­თა­შუა ზღვის სა­ნა­პი­როს და კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის ამინ­დის ფორ­მი­რე­ბას, წყნარ, ატ­ლან­ტი­კი­სა და ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე და მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს.

აღ­ნიშ­ნულ რე­გი­ო­ნებ­ში, ზა­ფხულ­ში ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მა­ზე (სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა) მა­ღა­ლი, ხოლო ნა­ლე­ქი - ნორ­მა­ზე ნაკ­ლე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა 60%-იანი ალ­ბა­თო­ბით ნორ­მა­ზე 1- 2 გრა­დუ­სით მა­ღა­ლი, ხოლო ნა­ლე­ქი 45%-იანი
ალ­ბა­თო­ბით, ნორ­მა­ზე ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა. ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რის ნორ­მა სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­სა და ბარ­ში +20, +23, მთა­ში +17, +20, მა­ღალ მთა­ში +14, +16 გრა­დუსს შე­ად­გენს.

AMBEBI.GE გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როსს ხა­თუ­ნა ქო­ქო­სა­ძეს ესა­უბ­რა:

- გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ამინ­დის პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი გვე­ლის, მაგ­რამ არა­ა­ნო­მა­ლუ­რი. თუმ­ცა, ეს იმას არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­დღაც რა­ღაც რე­კორ­დი მო­იხ­სნას. თუნ­დაც 2-3 წლის წინ, კა­ხეთ­ში, +43 გრა­დუ­სი, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ახა­ლი რე­კორ­დი და­ფიქ­სირ­და - ასე­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა. სა­ერ­თოდ კი, ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძე­ლე­ბულ­მა მა­ღალ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ გა­მო­იწ­ვი­ოს. ასე რომ, ზა­ფხულ­ში აქამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბულ არც შარ­შან­დელ და არც სხვა წლე­ბის ზა­ფხუ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რას არ გა­და­ა­ჭარ­ბებს.

- +50 გრა­დუ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს ყო­ფი­ლა?

- სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით +50 გრა­დუ­სი არას­დროს ყო­ფი­ლა. შე­საძ­ლოა, ცალ­კე­უ­ლი პუნ­ქტის, ქა­ლა­ქის­თვის ყო­ფი­ლი­ყო +42-43 გრა­დუ­სი. თბი­ლის­ში +42 გრა­დუს­ზე მეტი ტემ­პე­რა­ტუ­რა არას­დროს ყო­ფი­ლა. მა­გა­ლი­თად, 2006 წელს ფოთ­ში +45 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­და, მაგ­რამ იმას არ ნიშ­ნავს, რომ +45 გრა­დუ­სი იყო თბი­ლის­შიც. უბ­რა­ლოდ, იმ რე­გი­ო­ნის­თვის მო­იხ­სნა რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ღმერ­თმა არ ქნას +45 გრა­დუ­სი. ეს ბევრ ადა­მი­ანს ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის, მაგ­რამ თუ შემ­თხვე­ვით მოხ­და ასე­თი ფაქ­ტი, ვი­ტყვით, რომ დე­და­ქა­ლა­ქის­თვის რე­კორ­დი მო­იხ­სნა.

- და კონ­კრე­ტუ­ლად რამ­დენს ვე­ლო­დე­ბით?

- კონ­კრე­ტუ­ლად რა­ი­მე რი­ცხვის და­სა­ხე­ლე­ბა რთუ­ლია, ეს უფრო მოკ­ლე­ვა­დი­ან პროგ­ნოზ­ში ხერ­ხდე­ბა. გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზის პი­რო­ბებ­ში ამის თქმა ძნე­ლია. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ცხე­ლი დღე­ე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა +38-39 გრა­დუ­სამ­დე მი­აღ­წევს, ცალ­კე­ულ პუნ­ქტებ­ში +40-41 გრა­დუ­სამ­დეც.

- ცხელ დღე­ებს მი­წისძვრა ხომ არ მოჰ­ყვე­ბა?

- მე­ტე­ო­რო­ლო­გია და სე­ის­მო­ლო­გია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სფე­რო­ე­ბია. სე­ისმლო­გი­ა­ში კონ­პე­ტენ­ტუ­რი არ ვარ, მაგ­რამ ვიცი, რომ მი­წისძვრის პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მით უმე­ტეს, ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი, ან ცივი ზამ­თა­რი რა­ღაც მი­წის­ქვე­შა რყე­ვებ­თან და ბიძ­გებ­თან არა­ნა­ირ კავ­შირ­შია. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი იწ­ვევს, ეს გვალ­ვაა. ამი­ტომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა, მე­ურ­ნე­ებ­მა ეს უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ მო­სა­ვალ­ზე უარ­ყო­ფი­თად არ იმოქ­მე­დოს, ასე­ვე უნდა გაფრ­თხილ­დნენ წნე­ვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი. ევ­რო­პა­ში ამინ­დის პროგ­ნოზს ჯან­დაც­ვა­ში, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, ენერ­გე­ტი­კა­ში სე­რი­ო­ზუ­ლად იყე­ნე­ბენ. ამინ­დი ბევრ რა­მეს გან­სა­ზღვრავს.

- ე.ი. ამ ზა­ფხულს ნაკ­ლებ ნა­ლექს ვე­ლო­დე­ბით.

- კი, ნაკ­ლე­ბი ნა­ლე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით ახ­ლოს იქ­ნე­ბა სა­ნა­პი­რო ზოლ­ში. და­ნარ­ჩენ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ნორ­მა­ზე ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა.

- შარ­შან­დე­ლი ტყის ხან­ძრე­ბის მი­ზე­ზად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­ხელ­დე­ბო­და. ისეთ ძლი­ერ ხან­ძარს მარ­თლაც სი­ცხე იწ­ვევს?

- მა­ღალ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ შე­იძ­ლე­ბა ხან­ძა­რი გა­მო­იწ­ვი­ოს, მაგ­რამ მას უფრო და­უ­დევ­რო­ბა აჩენს, რო­დე­საც ტყე­ში გა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კო­ცონს ან­თე­ბენ და ისე ტო­ვე­ბენ, არ აქ­რო­ბენ. ამან შე­საძ­ლოა დიდი ხან­ძა­რიც გა­მო­იწ­ვი­ოს. ხან­ძა­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მის შემ­დე­გაც, რო­დე­საც წყლის წვეთ­ში მზის სხი­ვი გა­ივ­ლის. იმ დროს გა­მა­დი­დებ­ლის ეფექ­ტი წარ­მო­იქ­მნე­ბა და ცე­ცხლი გამ­ხმარ ფოთ­ლებს წა­ე­კი­დე­ბა. შე­საძ­ლოა, მზის სხივ­მა იქვე დაგ­დე­ბუ­ლი გა­ტე­ხი­ლი ბოთ­ლის ნამ­სხვრევ­ში გა­ი­ა­როს და ხან­ძა­რი გაჩ­ნდეს, ან შე­იძ­ლე­ბა მე­ხის და­ცე­მის შე­დე­გად აალ­დეს.

- ცხე­ლი ზა­ფხუ­ლის დღე­ებ­ში რო­გო­რია თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი?

- ცხე­ლი ამინ­დე­ბი ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ და დრო­უ­ლად გა­აფრ­თხი­ლონ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რეა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის მი­მართ, წნე­ვას უჩი­ვის. ისი­ნი უნდა მო­ე­რი­დონ შე­სა­ბა­მის ად­გი­ლებ­ში სი­ა­რულს, რომ სი­ცხეს თავი და­აღ­წი­ონ. რო­გორც უკვე ვთქვით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მეს­ვე­უ­რებ­მა, თუნ­დაც წვრილ­მა ფერ­მე­რებ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ და გარ­კვე­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­მარ­თონ, რომ მო­სა­ვა­ლი არ გა­უ­ფუჭ­დეთ. იხილეთ ვიდეო

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები