14 წლის გოგონამ ძველი ვაგონი საოცნებო სახლად გადააქცია - 200 დოლარად!

როდესაც 14 წლის ხარ, ბევრ რამეზე ოცნებობ. ზოგი საკუთარ კვიცზე ან ლეკვზე ოცნებობს, ზოგი თეთრ ცხნეზე ამხედრებულ უფლისწულზე, ზოგიც უბრალოდ საკუთარ სახლზე, სადაც მეგობრებს მიიპატიჟებს და წვეულებებს მოაწყობს. თუმცა, ზოგი მხოლოდ ოცნებობს და ფიქრობს, ზოგიც საკუთარ ოცნებებს რეალობად აქცევს.



ამ გოგონამ ზუსტად იცოდა, რა უნდა გაეკეთებია საზაფხულო არდადეგების დროს. მან შეაგროვა ფული და აი, შედეგიც -საკუთარ ოცნებებს ფრთები შეასხა.

უნდა აღინიშნოს, რომ ელიმ ყველაფერი საგულდაგულოდ დაგეგმა და თანხაც მოამზადა. 420 დოლარი შეაგროვა. ამის შემდეგ დაიწყო ხელსაყრელი ვარიანტების მოძიება. საბოლოოდ არჩევანი 1974-წლიან
ვაგონზე შეაჩერა, რომელიც არცთუ კარგ მდგომარეობაში იყო და მისი შეძენა სულ რაღაც 200 დოლარი დაუჯდა.



დანარჩენი ფულით სარემონტო მასალები შეიძინა, იატაკის საფარი, საღებავები და ა.შ.

თავიდან საფუძვლიანად დალაგება და დასუფთავება დასჭირდა. როდესაც ეს საქმე დაასრულა, რემონტიც დაიწყო.



სარემონტო სამუშაოებში, რა თქმა უნდა, მამა და ბაბუა დაეხმარნენ, თუმცა ძირითადი საქმე გოგონამ საკუთარი ხელით გააკეთა.



სულ ცოტა ხანში ძველი ვაგონი ვარდისფრად და ცისფრად აკიაფდა.

ამის შემდეგ დაიწყო მთავარი - სახლის შიდა გაფორმება. მან საკუთარი ხელით შექმნდა უამრავი ლამაზი, საინტერესო და ორიგინალური აქსესუარი, შეარჩია ფარდები და განათება.



საკუთარ სახლამდე მისასვლელი გზა ქვებით მოაპირკეთა. ვაგონი მშობლების სახლის გვერდით ჩადგა. ასე მოაგვარა ელექტროობისა და ინტერნეტის პრობლემა. საბოლოოდ ძალიან ლამაზი ოთახი გამოუვიდა, სადაც დიდი სიამოვნებით უმასპინძლდება მეგობრებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები