ეს ოჯახი ერთი თვე აგროვებდა ჩვეულებრივ ხის ყუთებს... რაც ამ ყუთებისგან გააკეთეს ნამდვილი საოცრებაა

თუ შეკრულმა, მყარმა და დაუზარელმა ოჯახმა რამე ჩაიფიქრა, ის მართლაც იდეალურად გამოდის. ამის ნათელი მაგალითი ამ ოჯახის პროექტის რეალიზება, შედეგი მართლაც გრანდიოზულია.

ამ იდეის რეალიზებას მთელი 18 თვე დაჭირდა. თუმცა შედეგი ამად ღირდა. ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, სახლში იატაკი თავად გაეკეთებინათ. ფული არც მასალაში დაუხარჯავთ და არც ხელობაში. საბოლოოდ მიიღეს ხარისხიანი და ლამაზი იატაკი, თუმცა თავიდან ყველა ფიქრობდა, რომ მათ არაფერი გამოუვიდოდათ, ისინი ხომ ხის ძველ ნაჭრებს აგროვებდნენ, ეს კი ყველასთვის გამოუსადეგარი ნაგავია.




1. ნაბიჯი პირველი - ხის ყუთები უნდა დაიშალოს
ცალკეულ ნაჭრებად, ფიცრებად. ამ ოჯახში სამუშაო პროცესში ოჯახის თითოეული წევრი იყო ჩართული, პატარა ბავშვიც კი.



2. ფიცრებიდან 9000-მდე ლურსანი ამოიღეს.



3. შემდეგი ეტაპი ფიცრების გაშალაშინება და პოლირება იყო. ამ საქმის ხარისხიანად და პროფესიონალურად გაკეთებაში ოჯახს მეგობარი დაეხმარა.



4. როცა ყველაფერი გაამზადეს, დაიწყეს იატაკის დაგება. ეს ყველაზე ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო აღმოჩნდა.



5. დამღლელ სამუშაოს ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ახალისებდა, ის ფიცრებისან კონსტრუქციებს აწყობდა და ყველას ართობდა.



6. საბოლოოდ კი აი, რა შედეგი მიიღეს - მართლაც დახვეწილი იატაკი.

ოჯახს ერთად რომ არ ეშრომა და ასე შეკრული არ ყოფილიყო, მათ არაფერი გამოუვიდოდათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები