როგორ დავიცვათ სახლი ნეგატიური ენერგიის შემოდინებისგან

არაერთ ეთნოსშია გავრცელებული ე. წ. "საყოფაცხოვრებო მაგიის" ელემენტები, ზოგიერთი ჩვენგანი ამას ცრურწმენებს ეძახის, ზოგს კი რეალურად სჯერა მათი. არჩევანი რა თქმა უნდა, თქვენზე მოგვინდია, მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ ჩვენი საიტის მკითხველებს დააინტერესებთ უფრო მეტი კონკრეტიკა სხვადასხვა ტიპის ოჯახურ ცრურწმენებთან დაკავშირებით. სახლი საკრალური ადგილია ნებისმიერი ადამიანისთვის. ეს არის ჩვენი სიმშვიდის, სულიერი წონასწორობის მთავარი ქვაკუთხედი. მხოლოდ ოჯახში, მშვიდ და მყუდროდ მოწყობილ სახლში ისვენებს ადამიანი რეალურად. ამიტომ სახლს და მის ელემენტებს სერიოზული მაგიური ძალა ენიჭებათ. ასე მაგალითად კარი, საკეტი, ზღურბლი, გასაღები - ყველა

მათგანი მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს, იმიტომ რომ სიმბოლურად უკავშირდება გასვლა-შემოსვლას, ქმნის თავისებურ ენერგეტიკულ დერეფანს. შესაბამისად, არსებობს მარტივი მეთოდები საიმისოდ, თუ როგორ დავიცვათ სახლი ნეგატიური ენერგიის შემოდინებისგან. კარი - ეზოთერულად სამყაროთა გზასაყარია. ამიტომ, რაც უფრო მყარი მასალისაა იგი მით უკეთესი. ამის გამოც ხდება ზუსტად ის, რომ ოჯახის დამცავი რიტუალები ძირითადად კარს უკავშირდება. ზღურბლზე დაყრილი მარილი ბოროტ ენერგიას გაფანტავს, ხოლო კარზე მიჭედებული სამი ლურსმანი (ეცადეთ კომპოზიციასც სამკუთხედის ფორმა მისცეთ წვერით ზემოთ) თქვენს ოჯახს ავი თვალისა და შურისაგან დაიფარავს. იგივე დატვირთვა აქვს გადაჯვარედინებულ ნემსებს, მდოგვის მარცვლების მიმობნევას ზღურბლზე ან დანას. თუკი კარის ზღურბლზე ერთად აკინძულ ხუთ მონეტას დაკიდებთ ეს ფინანსებსა და ბარაქას მოიზიდავს ოჯახში. სახლში შესვლისას აუცილებლად დახურეთ კარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე ოჯახში ავი ენერგიის შემოდინება მარტივდება. ფანჯრები - სახლის "თვალებია", ამიტომ მუდმივად იქონიეთ ისინი სუფთა მდგომარეობაში. სასურველია, ხშირად გაიწმინდოს მინები ძმრისა და სპირტის ნაზავით - ორივე ნივთიერება ავ სულებს აფერხებს. სასურველია ფანჯარაზე ფარდები თეთრი ფერის იყოს.

განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება