ხელნაკეთი ნაძვის ხეების ავტორთა დაჯილდოება

ჩვენს საიტზე ჩატარებულმა ხელნაკეთი ნაძვის ხეების კონკურსმა საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებს მოუყარა თავი. წინასაშობაოდ, 6 იანვარს, კონკურსის მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიას "ბიბლუსი გალერიმ" უმასპინძლა. ნამუშევრების ავტორებმა თავიანთი ქმნილებებიც წარმოადგინეს და პატარა გამოფენაც იქვე მოეწყო.

პირობითად, სამი გამარჯვებული დაჯილდოვდა - აქედან ორს ყველაზე მეტი მოწონება დაუგროვდა საიტზე (ანა ნიჟარაძისა და მარიამ გოშთელიანის, და სალომე გეგეშიძის ნამუშევრებს), ნინო მანჯაფარაშვილის ნაძვის ხე კი ჟიურიმ შეარჩია. მათ საჩუქრებად გადაეცათ ტკბილეულის კალათები შპს Dr. George Laboratory-სგან, რომელიც ტრადიციული ტკბილეულის სასაჩუქრე კალათებსა და ექსკლუზიურ ბონბონერებს ამზადებს ჯანსაღი და უმაღლესი ხარისხის პროდუქტით.

ასევე ანა ნიჟარაძე და მარიამ გოშთელიანი, კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეები სვანეთის სოფელ ხაიშიდან, საზოგადოება "ეკოვიჟენმა" - "ეკოხედვამ" დააჯილდოვა. როგორც საზოგადოების პიარმენეჯერმა ქეთი ჟვანიამ აღნიშნა, მათ კონკურსი იმის გამო მოეწონათ, რომ ასეთი შემოქმედების წახალისება ბევრ ნაძვის ხეს გადაარჩენს მოჭრისგან. ანასა და მარიამის ნაძვის ხე კი ეკოლოგიური, ნარჩენებისგან დამზადებული იყო და იმიტომ შეარჩიეს.



ამას გარდა, ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები მედია პალიტრის ცალკეული გამოცემებისგან - პირველ რიგში, ჟურნალ "შინისგან", ასევე ჟურნალებისგან "გემრიელი", "მკურნალი", "საბავშვო კარუსელი" და "დაქალი".


იხილეთ დაჯილდოების ამსახველი ვიდეო.

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები