6 ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში


1. ბუკინჰემის სასახლე, ინგლისი


სიის სათავეში ბრიტანელი მონარქების რეზიდენციაა. ეს სასახლე თავდაპირველად ჰერცოგ ბუკინჰემისთვის აშენდა 1762 წელს. მოგვინებით იგი მეფე გეორგ მე-3 გამოისყიდა და სწორედ მას შემდეგ იქცა ინგლისელი მონარქების საკუთრებად.

სასახლეში არის 775 ოთახი, 52 საძინებელია, 78 აბაზანა, 92 კაბინეტი. არის ასევე საკუთარი საფოსტო განყოფილება, კინოთეატრი, აუზი და მილიციის განყოფილება.

სასახლეში ინახება  ფაიფურის უძვირფასესი კოლექცია, ცნობილი მხატვრების ნამუშევრები.
სხვათა შორის, ყოველწლიურად, აგვისტოსა და სექტემბერში, ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება დაათვალიეროს ბუკინჰემის სასახლე. წელიწადის ამ დროს სამეფო ოჯახის წევრები სასახლეს ტოვებენ.

სასახლის სავარაუდო ღირებულება 2,9 მილიარდი დოლარია.



2. კოშკი ანტილია, ინდოეთი



ეს ინდოეთში ყველაზე ძვირადღირებული სახლია. სახლი 27 სართულიანია.
ფართობი 37 ათასი კვადრატული მეტრი გახლავთ. ის ცათამბჯენს უფრო გავს ვიდრე სახლს. სახლის თითოეული სართული განსხვავებულია, აქ არის 9 სწრაფი ლიფტი, საკუთარი 50 ადგილიანი კინოთეატრი, რამდენიმე აუზი, სპა სალონი, ტაძარი, ვერტმფრენის მოედანი, საპარკინგე ადგილი და ავტოსახელოსნო.

სახლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 1-2 მილიარდი დოლარია.



3. ვილა ლა ლეოპალდი, საფრანგეთი



სახლი ყურის სანაპიროზე, მონაკოსა და ნიცას შორის მდებარეობს, 20 ჰექტარი ფართობი უკავია და მისი ღირებულება ამ ადგილას ყველა რეკორდს ხსნის.
სახლში არის 11 საძინებლი, 14 აბაზანა, ვერტმფრენის დასაფრენი ადგილი, საზაფხულო სამზარეულო და დიდი აუზი.
ვილა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა და მისი მეპატრონის, ბელგიის მეფის, ლეოპალდ მე-2-ის სახელი დაერქვა. დღესდღეობით ეს სახლი ლიბანელი მილიარდერის, მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონის, ლილე საფრეს საკუთრებაა.

სახლის სავარაუდო ღირებულება 750 მილიარდი დოლარია.



4. ვილა ლეს კედრესი, საფრანგეთი



ვილა 1830 წელს აშენდა, 1904 წელს კი იგი ბელგიის მეფემ ლეოპალდ მე-2 შეიძინა. დღესდღეობით ის ერთ-ერთ ღვინის მწარმოებელი კომპანიის საკუთრებაა. ვილის ტერიტორია 14 ჰექტარს მოიცავს.

სახლში არის 14 საძინებელი, რამდენიმე სასტუმრო ოთახი და ასევე უნიკალური ბიბლიოთეკა. ინტერიერს ამშვენებს უზარმაზარი ბროლის ჭაღები, ასევე მე-19 საუკუნის ნახატები, რომლებიც მოოქროვილ ჩარჩოებშია მოთავსებული.

სახლის სავარაუდო ფასი 410 მილიონი დოლარია.




5. ბაბლ პალასი, საფრანგეთი



ეს ფუტურისტული სახლი არა მარტო თავისი ფასით იქცევს ყურადღებას, არამედ უჩვეულო ფორმითაც. ამ სახლში გარედანაც და შიგნიდანაც ყველაფერი მრგვალი ფორმის გახლავთ. ორიგინალური ავეჯიც სპეც შეკვეთით არის დამზადებული. სახლი კანის მახლობლად მდებარეობს, ფანჯრებიდან კი საოცარი ხედი იშლება ხმელთაშუა ზღვაზე.

ამ უჩვეულო სახლში არის პანორამული მისაღები ოთახი, საბანკეტო დარბაზი, 10 საძინებელი, 500 კაცზე გათვლილი ამფითეატრი, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია აუზები და საოცარი წყალვარდნილები.

სახლის სავარაუდო ფასი 390 მილიონი დოლარია.



6. პენტჰაუსი ოდეონ თაუერი, მონაკო


ეს გახლავთ ყველაზე ძვირი პენტჰაუსი მსოფლიოში,  რომელიც განთავსებულია 3 300 კვადრატულ მეტრზე და იკავებს 5 სართულს.
რა თქმა უნდა, მას აქვს საკუთარი ლიფტი, საკუთარი კინოთეატრი, სპორტული დარბაზი, 5 საძინებელი და უზარმაზარი მისაღები ოთახი. პენტჰაუსის სახურავზე არის უზარმაზარი მრგვალი აუზი, სასეირნო ტერასა და იშლება საოცარი ხედი ზღვაზე.

სახლის სავარაუდო ფასი 300 მილიონი დოლარია.


კომენტარის დამატება