როგორ აქციეს ძველი ამწე ექსტრიმის მოყვარულთათვის სამდონიან აპარტამენტებად





ნიდერლანდების დედაქალაქში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების ქალაქებში, მკვეთრად შეიგრძნობა საცხოვრებელი სახლების უკმარისობა.
ამ პრობლემის ცოტათი მაინც მოსაგვარებლად ადგილობრივმა არქიტექტორებმა მიტოვებული ობიექტების გამოყენება დაიწყეს და არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად რომელი ობიექტი იქნება ათვისებული, იქნება ეს საწარმო, სამშენებლო ობიექტი თუ უბრალოდ ამწეკრანი.





ეს საოცარი აპარტამენტები ამსტერდამშია განთავსებული. ის ექსტრიმის მოყვარულ ადამიანებზე ქირავდება და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
იმისათვის, რომ ჩვეულებრივი ამწეკრანის კაბინა სრულფასოვან ბინად ექციათ საკმაოდ რთული სამუშაოების ჩატარება დაჭირდათ. შემქმნელებს ზღვის კონტეინერების გამოყენება მოუხდათ და შედეგად სამდონიანი ლუქსისი კლასის, 40 კვადრატული მეტრის რეზიდენცია
მიიღეს.



პირველ სართულზე განთავსებულია მყუდრო მისაღები პატარა სამზარეულოთი. აქ ყველაფერია რომანტიული ვახშმის მოსამზადებლად.



მეორე სართულზე მეტალის კიბე ადის, რომლითაც ადრე მემანქანე სარგებლობდა ხოლმე. კიბის ქვეშ ადგილის რაციონალურად გამოყენების მიზნით აქ გაკეთებულია მეტალის ფერის კუპე-კარადა, რომელიც დიდი ფანჯრებთან ტანდემში სივრცეს ზრდის.





მეორე სართულზე გაკეთებულია საოცარი საძინებელი და აბაზანა. საძინებლიდან გადიხართ პატარა ტერასაზე.
ერთი კიბე მემანქანის კაბინაში ადის, სადაც ასევ საძინებელია. აქ კედელი მთლიანად მინისაა, რაც იძლევა საშუალებას სრულფასოვნად მოჩანდეს პორტი.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები