მგლებისგან დამზადებული ავეჯი, რომელმაც საზოგადოება შეძრა (ფოტო+ვიდეო)

ამ ავეჯმა, რომლის ფოტოები და ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, სოციალური ქსელი აალაპარაკა. როგორც ირკვევა, ავეჯი დაღესტანში იყო გამოტანილი გასაყიდად და დამზადებულია იაკუტიისა და ალტაიური მგლების ტყავებისგან. მგლების თავებითაა "მორთული" ავეჯის სახელურები, სავარძლები კი თათებზე "დგას". ასეთივე ფორმა აქვს მაგიდას, რომელიც მგლების ორ ფიტულზე დგას. 

ავეჯს დამამზადებლები საკმაოდ ძვირს აფასებენ. მხოლოდ ჟურნალების მაგიდა 350 ათასი რუბლი ღირს, დაახლოებით 5000 დოლარი. 

რასაკვირველია, საზოგადოება აღაშფოთა ამ ყველაფერმა, თუმცა ფაქტი ისაა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ავეჯს სიამოვნებით შეიძენენ და ამაყადაც გამოფენენ სახლებში, სწორედ მათთვის
დაამზადეს ეს "სასწაული". 


კომენტარები

კ ო მ ბ ლ ე 2020-01-17 03:18
მაგას მეტიც ეკუთვნის,
ჩემ ცხვრებს როგორ უკინა?
მალე ადამიანის,
მაგიდებსაც ვიხილავთ.
ფასიც იაფი იქნება ალბათ,
ადამიანი მთლად მუქთა გახლავთ.
გითანაგრძნობთ 2020-01-11 11:17
მაგრად "რულამთ" დემაგოგიით, რა შუაშია აქ ადამიანისა და მგლის შედარება, რა, ასეთ მხეცობას რომ ვგმობთ, რაც ამ იდიოტურ ავეჯში ისახება, ადამიანებს ვივიწყებთ ამითი თუ რა? იიი, მგელი გეცოდება, კაცი ალააა.... ესე იგი, თქვენი პრიმიტიული ლოგიკით, ცხოველის მიმართ ფიზიკური და მენტალური სისასტიკე თუ დავგმეთ, ადამიანზე "გავახსნილეთ", არა?
გიორგი 2020-01-10 19:00
ხალხი რომ შიმშილით კვდება, და ავადმყოფობისგან, ერთმანეთს რომ ხოცავენ, იმაზე ჩუმდ ხართ და მგლებზე ატეხეთ ერთი ვაი უშველებელი. ესე იგი მგელი უფრო გეცოდებათ ვიდრე ადამიანი ხო? ვაი თქვენს პატრონს, უბედურს. . .
გიორგი 2020-01-10 18:59
დაწყნარდით ხალხო, რა გჭირთ? ტყავის შემცვლელისგან იქნება დამზადებული და ფიტულისგან, თორემ ნამდვილ მგლებს ხომ არ დახოცავდნენ ამის გამო?
მეც ვიქონიებდი ასეთ ავეჯს ოღონდ ლომის თავები, თათები, რომ იყოს, ოღონდ ტყავის შემცვლელი რა თქმა უნდა
ზურა 2020-01-10 16:15
რა არის ადამიანი სადამდე მიდის მისი ფსიქიკა და საერთოდ მოთხოვნები, როგორ ავიწყდება რომ ამ ქვეყნად მოვლინებულია ისევე როგორც სხვა, სტუმრად. გამომდინარე აქედან ის ვალდებულია გაურთხილდეს ამ სტატუსს, ის კი რას ჩადის ნახეთ, იქნებ ამიტომაც იყო საჭირო ადამიანების შეღუდვა საჭირო

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები