როდის გამოიდარებს საქართველოში - ამინდის პროგნოზი

საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს:

"დღეს როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი ნარჩუნდება. ბარში ტემპერატურა +6, +8 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. მთასა და მაღალ მთაში თოვლია ნავარაუდევი. ხვალ დილიდან ზოგან ნალექი შეწყდება და ტემპერატურა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. მაგრამ, უნალექო ამინდს ჯერ არ ველოდებით. 20 და 21 მარტს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ
რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში თოვლი და 22 მარტისთის ტემპერატურა 14 გრადუსამდე
მოიმატებს ორივეგან.
23 მარტიდან ტემპერატურის კიდევ უფრო მატებას ველოდებით, თუმცა ნალექები დაახლოებით თვის ბოლომდე ნარჩუნდება", - ამბობენ სააგენტოში.

თამარ იაკობაშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები