ოჯახმა 18 კვადრატულ მეტრში ისეთი სახლი მოაწყო, მეზობლებმა თავიანთ დიდ სახლებზე უარი თქვეს და მსგავსის აშენება დაუკვეთეს

დიდი სახლი რომ დიდი ფუფუნებაა, ეს ადამიანებმა კარგა ხნის წინ გააცნობიერეს. ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სინანულის გარეშე იცილებს თავიდან დიდ საცხოვრებლებს და პატარა ბინებში გადადის.

ასე მოიქცა ამერიკელი არქიტექტორი კრის ჰეინინგი, რომლის მშობლებიც დიზაინერები იყვნენ და წლების განმავლობაში უამრავი სახლი დააპროექტეს.
კრისი იაპონური მინიმალიზმითა და შიდა სივრცის ეფექტური განაწილებით იყო შთაგონებული. სწორედ ამ პრინციპით გადაწყვიტა საკუთარი ფართის მოწყობა, რომელიც სულ 18 კვადრატული მეტრი იყო.
დეტალურმა დაგეგმარებამ საშუალება მისცა, კომფორტულად ცხოვრების ყოველგვარი საშუალება მოეწყო, იმის მიუხედავად, რომ სახლი ბაღში ჩადგმულ ფანჩატურს

უფრო ჰგავს, ვიდრე საცხოვრებელ სახლს. საბოლოოდ, ამ ციცქნა საცხოვრებელმა მეზობლებში ნამდვილი ფურორი მოახდინა და დღეს კრისი მსგავსი შეკვეთების შესრულებას ვერ აუდის.



ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კრისი ახალგაზრდობისას ქრისტიან მისიონერად იმყოფებოდა აზიაში და 20 წლის განმავლობაში მშენებლობებით იყო დაკავებული. მისიის ფარგლებში მას მოუწია ცხოვრება იაპონიაში, ჰონგკონგში, მაკაოსა და ინდოეთში.
სწორედ იქ მოიხიბლა მინიატიურული, მყუდრო და ჰარმონიული სახლებით, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი მატერიალური ნივთები. იქ ეზიარა არქიტექტორთა საოცარ ოსტატობას, უმცირეს ფართობებში მოექციათ კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა დეტალი, თანაც მთელი ოჯახისთვის. 

სახლში, ორეგონის შტატის ქალაქ ავრორაში, დაბრუნებულმა კრისმა უკვე თავისთვის დაიწყო მინიმალისტური საცხოვრებლის დაპროექტება. 18 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩადგა კოტეჯი, რომლის შიდა ფართი ორი სართულის ხარჯზეა გაზრდილი. სულ კოტეჯის სიმაღლე 4,5 მეტრია.


მცირე ფართის გამო აქ ჰოლი არ არის და კარიდან პირდაპირ სასტუმრო ოთახში მოხვდებით. დიდი ფანჯრების და გასაწევი მინის კარის წყალობით ეს ოთახი განსაკუთრებულად ნათელი გამოვიდა. ამიტომაც იდეალურია როგორიც სამუშაო, ასევე გასართობ სივრცედ. ავეჯი რომ მაქსიმალურად მორგებული ყოფილიყო სახლის გაბარიტებს, კრისმა ის თავად გააკეთა მოძრავი ყუთებისგან, ასეთივე მასალისგან შეკრა ტუმბო და კარადა. საჭირო ნივთების თვალისგან დასაფარად ეს საკმარისი აღმოჩნდა.


სამზარეულოს გარნიტური განსაკუთრებული პროექტით შეიქმნა და დაიტია შესაბამისი საოჯახო ტექნიკა, კარადები, ტუმბოები. მოაწყო ჭურჭლის შესანახი თაროებიც.
მისისასადილოში კიბის პანელზე მიამაგრა ტელევიზორიც. ის სასტუმრო ოთახის დივანიდანაც კარგად ჩანს. იქვეა აბაზანა და ტუალეტი ყველა საჭირო მოწყობილობით, მათ შორის, ჯაკუზით.
კიბის ქვეშ, რომელიც საძინებელში ადის, კრისმა შესანახი სათავსოს გარდა ნამდვილი ბუხარიც მოაწყო. ამ დეტალმა განსაკუთრებული სითბო და სიმყუდროვე შემოიტანა სახლში.

მეორე სართულზე საძინებელია დიდი ფანჯრებით. დგას დიდი საწოლი, კომოდები და ღია თაროები.
ინტერიერი ღია ფერებში, ხის ზედაპირებითაა გაფორმებული, რაც სივრცეს უფრო დიდს აჩენს. ნატურალური ხე ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა და სახლსაც გამორჩეულ ხიბლს ანიჭებს. აზიაურმა ცხოვრების წესმა ისიც ასწავლა, რომ ხელოვნურ მასალებს, ნატურალურისგან განსხვავებით, ენერგეტიკა არ შემოაქვთ და ცხოვრებისეულ ჰარმონიას ხელს არ უწყობენ.



ამ სახლის ღირებულება 70 ათასი დოლარია, რაც ამერიკაში სამჯერ ნაკლებია იგივე საცხოვრებელი ზონების მქონე ბინაზე. ის ოჯახურ ბიზნესადაც იქცა და მისაბმელის საშუალებით ნებისმიერ ადგილზეც გადაიტან.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები