როგორი იქნება განახლებული "მზიური" - პარკის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა (ფოტოები)

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მზიურის პარკის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

განახლებულ ბავშვთა ქალაქ „მზიურში” დაგხვდებათ ახალი საფეხმავლო ბეტონის ბილიკები, ხელოვნური ტბა, ველო-ბილიკები, სასმელი წყლის სოკოები, ფანჩატურები, ზონირების შესაბამისი ნიშნები, სკეიტპარკი და საბავშვო გასართობი მოედნები, დასასვენებელი ადგილები, ახალი ხემცენარეები.

მზიურის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები, გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია: კანალიზაცია, სასმელი წლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები. 
განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად იყოფა. პროექტის ღირებულება დაახლოებოთ 7.8 მილიონი ლარია.










კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები