ჯადოქრის სახლი - როგორ აღმოჩნდა იდუმალებით მოცული ქოხი ბევერლი ჰილზში

ლოს ანჯელესის ყველაზე მდიდარ გარეუბანში ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა, რომლის ნახვასაც ყველა ტურისტი ცდილობს. გაგიკვირდებათ და ეს გახლავთ არა მდიდრული ვილა, არამედ ერთი უბრალო და საკმაოდ უცნაური სახლი, რომელსაც ჯადოქრის სახლს უწოდებენ.


დღემდე ვერავინ გაგცემთ პასუხს იმაზე, როგორ აღმოჩნდა ეს ქოხი ამ ყველაზე მდიდარ გარეუბანში (ამბობენ, რომ ის გადმოფრინდა), თუმცა სწორედ ამ სახლის ექსტერიერი იპყრობს ამდენი ხალხის ყურადღებას. გადმოცემის თანახმად, ეს ჯადოსნური ისტორია ბნელ ძალებსა და ჰელოუნის დღესასწაულს უკავშირდება.

სპანედის სახლს,
ეს ამ სახლის კიდევ ერთი სახელწოდებაა, ძალიან დიდი ისტორია აქვს. ეს სახლი დიდი ხანია საკულტო შენობად არის ქცეული. არავინ იცის, როგორ აღმოჩნდა ეს სახლი ამ რაიონში.

სახლის კონსტრუქცია საკმაოდ ცნობილია, რადგან იგი ბევრ ფილმშია გამოყენებული. აქ საშინელებათა ფილმებსაც კი იღებდნენ. გადაღებებს შორის კი სახლი ხან ოფისის, ხან საწყობის და ხანაც საგრიმიოროს როლს ასრულებდა.

როდესაც მსგავსი დეკორაციების საჭროება გაქრა, 1926 წელს სახლის დემონტაჟი გადაწვიტეს, თუმცა ერთ-ერთმა პროდიუსერმა ის გამოისყიდა და ზრაპრული გარემო შემოინახა. სწორედ ასე აღმოჩნდა ჯადოქრის სახლი ბევერლი ჰილზში. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ამ სახლის ზღაპრულ-მისტიკური იერი ბევრი ადამიანს ყურადღებას იპყრობს და მისი პოპულარობაც დღითიდღე იზრდება. გაიჟღერა მასთან დაკავშირებულმა ბევრმა ისტორიამ, ერთ-ერთის თანახმად იქ იდუმალი ჯადოქარი ბინადრობდა, რომელიც შავებში იყო შემოსილი და საერთოდ არავის ეკონტაქტებოდა.

ერთადერთი ცნობილი ფაქტი კი ის გახლდათ, რომ ამ სახლში უორდ ლასელის ყოფილი ცოლი ცხოვრობდა, რომლიც ცოლად გაჰყვა ვინმე სპანედს, სწორედ აქედან გაჩნდა სახლის მეორე სახელწოდება, სპანედის სახლი.

მრავალი წლის განმავლობაში სახლს კიდევ ორი პატრონ ჰყავდა, ერთ-ერთი უძრავი ქონების აგენტი გახლდათ.
მან აღადგინა მოძველებული ხის სახლი, რომლის დანგრევაც კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს და მას კიდევ ერთხელ აჩუქა სიცოცხლე.

ბევრი შრომის ფასად საბოლოოდ მიიღეს მუზეუმი თუ ზღაპრული ქოხი, რომელიც ჰელოუნის საკულტო ადგილად იქცა. ამ ღამეს სახლის მეპატრონე უამრავ საჩუქარს იღებს და ამდენი ხალხის გადამკიდე დაცვის აყვანაც სჭირდება ხოლმე.

სხვათა შორის, ეს სახლი ახალ მეპატრონეს 1,3 მლნ. დოლრი დაუჯდა, თუმცა ყველაზე მდიდარი რაიონის ფასებთან შედარებით ეს არაფერია.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები