ზღაპრული სოფელი ჰოლანდიაში, სადაც არ დადის ტრანსპორტი - ამბები "ჰოლანდიურ ვენეციაზე"

Giethoorn, ნიდერლანდების ყველაზე ლამაზი და ზღაპრული სოფელია, სადაც არ მოძრაობს ტრანსპორტი და ადამიანებს შეუძლიათ მხოლოდ ნაოსნობა, ფეხით სიარული ან ველოსიპედით გადაადგილება.

ჰოლანდიაში მდებარე ამ ულამაზეს სოფელს „ჰოლანდიურ ვენეციას" უწოდებენ. სოფელი აგებულია წყალზე. თავის დროზე ფერმერებს საქონელი თივით სავსე ნავებითაც კი გადაჰყავდათ ერთი ადგილიდან მეორეზე.
სოფელი თითქოს მისტიურია და მსგავსს ცოტას თუ ნახავთ მსოფლიოში. დაახლოებით 1230 წელს, ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან გაქცეულმა ადაიანების ჯგუფმა დააფუძნა. სახელი გიეტჰორნი ნიშნავს „თხის რქას“ და წარმოიშვა პირველი მოსახლეობის მიერ, ამ ტერიტორიაზე ასობით თხის რქის აღმოჩენის შედეგად.

საუკუნეების განმავლობაში სოფელს ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა, მაგრამ გადარჩა და თავისი პირვანდელი ხიბლი შეინარჩუნა. ახლა აქ 3000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს.
გიეტჰორნის სახლების უმეტესობა პატარა კერძო კუნძულებზე მდებარეობს და განსაკუთრებული სილამაზით, ორიგინალურობით გამორჩევა. მათ ერთმანეთთან მხოლოდ ხიდები აკავშირებს. სოფელში 180-მდე ხის ხიდია აგებული.

დღეს იქ ტემპერატურა მინუს 10 გრადუსამდეა დაცემული. ზამთარში არხები იყინება და ადგილობრივები ყინულზე სრიალებენ კიდეც.
აქ მოხვედრა შეუძლებელი და მიუწვდომელი ნამდვილად არ არის. ამსტერდამიდან გიეტჰორნამდე მანქანით მხოლოდ 85 წუთია სავალი. მანქანა სოფლის გარეთ უნდა გააჩეროთ, სპეციალურად მოწყობილ პარკინგებზე. სოფელში სამანაქანო გზა არ არის, ამიტომ შეგიძლიათ იქირაოთ ნავი, ველოსიპედი, ან ფეხით ისეირნოთ.






მერი ბლიაძე

კომენტარები

keti 2021-02-22 18:16
mokled ra silamazit gamoircheva davtkbi suratebi mkonda nanaxi magram ar vicodi sad iko es sopeli aracveulebrivia shegvidzlia teknikuri egeti kundzulis mockoba tbilishic sanapiroebze didi digmis garshemo carmoidginet ra silamaze gvekneba

კომენტარის დამატება