მსოფლიოს 18 ყველაზე ფანტასტიკური კინოთეატრი

ჩვენი მიმოხილვის ყველა კინოთეატრი აბსოლუტურად უნიკალურია. ზოგიერთი მათგანი გამოირჩა თავისი საოცარი არქიტექტურით, ზოგს განსაკუთრებული ისტორია აქვს, ზოგს - გამორჩეული კონტენტი. ყოველი მათგანი იმსახურებს იმას, რომ მასზე ილაპარაკონ.


1. ოლიმპია ბრუნო კოკატრიკსი, პარიზი
ეს გახლავთ კინოთეატრი, რომელშიც სკამების მაგივრად კომფორტული საწოლებია განთავსებული.


2. Sci-Fi Dine-In Theater, ფლორიდა
სამეცნიერო-ფანტასტიკური კონოთეატრი-რესტორანი, რომელიც მდებარეობს ჰოლივუდის დისნეის სტუდიებთან. სკამები გადაწყვეტილია რეტრო ავტომობილების სტილში.


3. Electric Cinema, ლონდონი
ყველაზე კომფორტული კინოთეატრი წითელი ტყავის სავარძლებით, ფეხების შემოსაწყობი სკამითა და ბარით.


4. პარამაუნტი, კალიფორნია
ეს კინოთეატრი ერთდროულად გახლავთ ოკლენდის

ფილარმონიული ორკესტრისა ბალეტის თეატრის სახლი. დაწესებულბე ფუნქციონირებს 1931 წლიდან და ამერიკული არ-დეკოს ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ობიექტია.


5. კინოთეატრი Hot Tub, ლონდონი
ეს უნიკალური კინოთეატრი ლონდონის პრესტიჟული რაიონის, ისტ-ენდის ერთ-ერთი შენობის სახურავზე მდებარეობს. აქ სავარძელბის ნაცვლად მინი აუზებია ცხელი წყლით.


6. თეატრი კინო, პარიზი
ესეც უნიკალური კინოთეატრია, სადაც სკამების მაგივრად დიდ აუზში მოტივტივე ნავებია.


7. ამერიკული ფილმოთეკის ეგვიპტური თეატრი, ლოს-ანჯელესი
ეს კონოთეატრი 1922 წელს დაარსდა. დღესდღეობით უძველესი თეატრია თანამედროვე აღჭურვილობით.


8. კინოთეატრი ორინდა, კალიფორნია
ეს არის უზარმაზარი კინოთეატრი, რომელიც გაგაოცებთ თავისი დიზაინით.


9. ჩინური თეატრი TCL, ლოს-ანჯელესი
ამ კინოთეატრის შენობა 1927 წელს ააშენეს და გათვლილია 1162 ადგილზე. დღესდღეობით ამ კინოთეატრში ჰოლივუდის ბევრი ფილმის პრემიერა იმართება. მის გვერდით კი მდებარეობს ცნობილი დიდების ხეივანი.


10. კინოთეატრი ნიუპორტ ულტრა, ნიუპორტი
ეს არის თანამედროვე, ჭყეტელა კამერული კინოთეატრი.


11. კინოთეატრი ბიჟუ, ბრიჯპორტი, აშშ
ეს გახლავთ საოცარი, მდიდრული თეატრი-კინოთეატრი, რომლის დარბაზშიც არის რესტორანი.


12. ქალაქის კონოთეატრი, რიშონ-ლე-ციონი, ისრაელი
თანამედროვე გასართობი ცენტრი, კინოთეატრი, რომლის ფართობი გახლავთ 40 კვადრატული კილომეტრი.


13. კინოთეატრი Orange, პეკინი
ფანტასტიკური კინოთეატრი ბარით, კერძო ვიპ ოთახებით, სიგარის კლუბითა და ვარდისფერი ჭერით.


14. კინოთეატრი ახალი ხალხი, სან-ფრანცისკო
მიწისქვეშა კინოთეატრი, აღჭურვილი უახლესი HD-ციფრული პროექციით და ულტრათანამედროვე ხმის სისტემით.


15. ქალაქის კონოთეატრი, იერუსალიმი
კომფორტაბელური კონოთეატრი, რომელშიც განთავსებულია 19 სხვადასხვა, უნიკალური დიზაინის დარბაზი.


16.კინოთეატრი "4 ვარსკვლავი", სან ფრანცისკო
საშუალო ზომის კინოთეატრი, რომელშიც იმართება ცნობილი ფილმების პრემიერები. ასევე აჩვენებენ სამოყვარულო ფილმებს.


17. კინოთეატრი კინოთეკა, მადრიდი
ეს კინოთეატრი სპეციალიზდება არაკომერციულ ფილმებზე. მოთავსებულია ფილმების არქივი, თვითონ ფილმოთეკა, კინო და ტელესტუდია, ორი კინოთეატრი, ოფისი, სასადილო და საზაფხულო ბაღი ჩვენებებისთვს.


18. სინათლის მუზეუმი, მიუნენი

კინოთეატრი და კინემატოგრაფიის მუზეუმი განუმეორებელი, უნიკალური დიზაინით. 

კომენტარები

მზია12345 2016-03-29 15:01
საინტერესო თმაა,ძალიან მომეწონა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები