სოფელი, რომელიც ხანდაზმულმა კაცმა გააფერადა და მომაკვდავი დასახლება ტურისტულ ობიექტად აქცია

მომაკვდავი სოფლებისა და დასახლებების პრობლემა არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცისთვის არის აქტუალური. ჩვენთან ხალხი შორეულ სოფლებს გამოუვალი მდგომარეობის გამო თუ ტოვებს, სხვაგან ამის წინაპირობა ურბანიზაციის განვითარებაა. ამის ნათელი მაგალითი ტაივანია, სადაც მეგაპოლისები ყოველდღიურად შთანთქავენ პატარ-პატარა სოფლებს. ტაიჩჟენის მცხოვრებმა ხუან იუნ ფუმ კი ამ მოვლენას ბრძოლა გამოუცხადა და გაიმარჯვა კიდეც.

ურბანიზაციის სხვა მოწინააღმდეგეებისგან განსხვავებით, რომლებიც პროტესტს მანიფესტაციებითა და მიტინგებით გამოხატავენ, ხუან იუნ ფუ, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, სულ სხვა გზით წავიდა. მან მშობლიური ქალაქი საუცხოო
არტ-ობიექტად აქცია, რომლის განადგურებასცც ვერავინ გადაწყვეტს.
ხუანი ტაივანელი არ გახლავთ, ის ჩინეთში ცხოვრობდა და ჰონგ კონგის ჯარში მსახურობდა. მაოს მომხრეების გამარჯვების შემდეგ, ისე, როგორც ბევრი სხვა, ხუანიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური მხარე და კუნძულზე დასახლებულიყო. ტაივანის მთავრობამ ლტოლვილებს დროებითი საცხოვრებელი გამოუყო, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, ეს ადგილი ხუანის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იქცა.


ახალი ათასწლეულის დასაწყისისთვის ტაიცჟუნმა ხუანის სოფლის შთანთქმა დაიწყო, შუშის სახლები გამოჩნდა. ადგილი თანდათან ბეტონის ქალაქად იქცა. მოხუცი ჯარისკაცი ერთადერთი აღმოჩნდა სოფელში, რომელმაც არ მოისურვა მრავალსართულიან სახლში გადასახლება.

მარტოდ დარჩენილმა თავის გასართობად საკუთარი სახლის მოხატვა დაიწყო. ნელ-ნელ სხვა ობიექტებიც აითვისა და თანამედროვე მეგაპოლის ტაიჩჟუნში შესანიშნავი არტ-ობიექტები გაჩნდა, რომელთა სანახავად უამრავი ტურისტი ჩადის. ამ ქმნილების ავტორი უკვე 100 წლის გახლავთ, მას უჭირს ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმის დამოუკიდებლად მოვლა, მაგრამ სტუდენტები დიდი საიმოვნებით ეხმარებიან. ისისნი არა მარტო მოვლაში ეხმარებიან მოხუცს, არამედ აქტიურად აპიარებენ სოციალურ ქსელებშიც.

თავისდაუნებურად დამხარეები ტურისტებიც არიან, რომლებიც დაუზარელად აზიარებენ ამ სილამაზეს.
მიუხედავად საკმაოდ დიდი პოპულარობისა, ჯერჯერობით მაინც შეუძლებელია იმის თქმა, რომ ტაიჩჟუნს საფრთხე არა ემუქრება.

კომენტარები

nika 2021-06-16 19:47
a kaci!

კომენტარის დამატება