გოგონა, რომელიც უფასოდ ულაგებს ხალხს სახლებს და შედეგი ყველას აოცებს

ამერიკელ გოგონას უცნაური ჰობი აქვს - სახლის დალაგება, მისი თუ სხვისი, არ აქვს მნიშვნელობა.

აურიკა ტარინა პატარაობიდანვე სისუფთავეში ცხოვრებას მიეჩვია. სისუფთავისა და დალაგების სიყვარული მას მთელი ცხოვრების მანძილზე თან დაჰყვება და "ქლინინგი" მისი, შეიძლება ითქვას, გატაცებაა. აურიკა მზად არის, სახლის დალაგებაში და დასუფთავებაში არა მხოლოდ ოჯახის წევრებს დაეხმაროს, არამედ მისთვის სრულიად უცხო ადამიანებსაც კი.

აურიკას მეზობლები საოცარ სიბინძურეში ცხოვრობდნენ. კარგა ხანს უყურებდა აურიკა მათ სახლს და უკვირდა, როგორ ცხოვრობდნენ ასე.
ერთხელაც ისე მოხდა, რომ მეზობელმა აურიკას ძაღლის დატოვება სთხოვა, თავად რამდენიმე დღით მივლინებაში წავიდა. აურიკამ გადაწყვიტა, სახლი დაელაგებინა.

აურიკამ ვიდეო ტიკ ტოკზეც
გამოაქვეყნა. ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ ალაგებს გოგო სახლს, ყრის ნაგავს და წმენდს ჭუჭყს.
როდესაც ძაღლის პატრონი დაბრუნდა და სახლში შევიდა, შოკში იყო, არ სჯეროდა, რომ საკუთარ საცხოვრებელში იმყოფებოდა.

ასე დაიწყო აურიკამ სხვების სახლების დალაგება. მას სწერენ და იწვევენ ახალ-ახალ სახლებში. დღეს აურიკას უამრავი გამომწერი ჰყავს. გამომწერების სახლებს ალაგებს უფასოდ და ვიდეოებსაც დებს ხოლმე. ესეც ერთ-ერთი ვიდეო:



კომენტარები

მაია 2021-09-05 00:47
აუ, მეეეც მასე :) მგონი, ზარმაცებმა უკეთესად იციან
lali 2021-08-06 17:46
aseti hobi pirvelad gavige,suleli gogo
გასწავლოთ? 2021-08-06 10:35
მე არასოდეს არ ვალაგებ სახლს! რატომ? - "ტეკნიკა მაქს", როგორც ბიძაშვილის ბავშვი იტყოდა: ხმარების შემდეგ, ყველა ნივთს თავის ადგილზე ვაბრუნებ და სახლი სულ დალაგებულია!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები