ბიზნესმენმა ის სკოლა, რომელიც დაამთავრა, "ოქროს სასახლედ" აქცია - მშობლები გაოგნებულები არიან

პირველი სასწავლო დღე ეკატერინბურგის 106-ე სკოლისთვის ნამდვილად ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. სკოლაში მისულ მშობლებსა და მოსწავლეებს იქ ბაროკოს დროინდელი სასახლის ინტერიერი დახვდათ, მოოქროვილი მოაჯირებით, იატაკზე მარმარილოთი და ა.შ. როგორც აღმოჩნა, ბიზნესმენმა ანდრეი სიმანოვსკიმ, რომელსაც ეს სკოლა დაუმთავრებია და მისი რემონტი აუღია თავის თავზე, "ძალიან მოუნდომებია".


მშობლები გაოგნებას ვერ მალავენ. ბევრი პირდაპირ აპროტესტებს ამ "უგემოვნებას" და "ბავშვებისთვის სრულიად შეუფერებელ" გარემოს. რა თქმა უნდა, სკოლის შესახებ უკვე შეიტყო არა მხოლოდ მთელმა რუსეთმა, არამედ ეს ამბავი მის ფარგლებსაც გასცდა.

ბიზნესმენს რომ უბრალოდ ბიბლიოთეკით ან
აუზით აღეჭურვა სკოლა, რაღაც სხვა ტიპის დაბანდება გაეკეთებინა, ყველა მადლიერი იქნებოდა. ახლა კი სრულ გაუგებრობად იქცა ის, რაც მან სკოლაში ჩაატარა და ჯერ გაურკვეველია, რით დასრულდება ამბავი, ისევ გადაიქცევა თუ არა სკოლა იმად, რაც იყო თუ დარჩება სასახლედ, სადაც მარაოებითა და ფუშფუშა კაბებით მოუწევთ სიარული.








სიმანოვსკი კომპანია "სიმა ლენდის" მფლობელია. ეს კი ის ოფისია, სადაც მისი ხელქვეითები მუშაობენ:

კომენტარები

NN 2021-09-17 15:57
სრული სიგიჟე და არაადექვატურობა - ასეთ გარემოში ბავშვებს ფსიქიკა დაუზიანდებათ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები