როგორ მოვუაროთ სწორად სხვადასხვა ტიპის იატაკს

სახლის დალაგება, როგორც წესი, „ავტომატური“ პროცესია. ხშირად არც კი ვუფიქრდებით, რომ სხვადასხვა ტიპის იატაკს სხვადასხვანაირად უნდა მოვუაროთ. სტატიაში რამდენიმე მნიშვნელოვან ნიუანსზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც ნამდვილად არ გაგირთულებთ ცხოვრებას და თქვენს იატაკს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.

პარკეტი

პარკეტი ძვირად ღირებული და კეთილშობილური მასალაა, რომელიც არ შეიძლება არ მოგწონდეს. იმისათვის, რომ ის რაც შეიძლება დიდხანს ახარებდეს თქვენს თვალებს, ყურადღებით და სიფრთხილით უნდა იყოთ მისი ზედაპირის გაწმენდისას.
პარკეტის მთავარი მტერი ტენიანობაა. ის არ უნდა აღემატებოდეს 45-60%-ს. ჰაერის ტემპერატურა კი ოთახში 18-25 გრადუსის ფაგლებში უნდა მერყეობდეს.
მისი მკვეთრი ცვალებადობა დამღუპველია პარკეტისთვის. იატაკის მორეცხვისას აუცილებლად უნდა დაიცვათ გარკვეული წესები. დასაწყისისთვის, მოატარეთ მტვერსასრუტი. ისე აიღეთ მტვერი ზედაპირიდან, რომ პარკეტი არ დაიკაწროს. მტვერსასრუტისთვის გამოიყენეთ რბილი პირი. ამის შემდეგ შეგიძლიათ შეუდგეთ იატაკის მორეცხვის ეტაპს. ბამბის ან სინთეტიკის ნაჭერი დაასველეთ გრილ წყალში და შემდეგ ძალიან კარგად გაწურეთ. იდეალური ტილო არ უნდა იყოს სველი, უმჯობესია ნოტიო.
შეგიძლიათ ტილო გაწუროთ ხელით ან გამოიყენოთ სპეციალური მექანიკური იატაკის საწმენდი ჯოხი - „ტურბო სმარტი“, რომელსაც მოყვება წყლის ტევადი სათლი და აქვს გაწურვის რეჟიმები. შედეგად, არ მოგიწევთ ხელების დასველება, რადგან სატერფულის დახმარებით მარტივად შეძლებთ ტილოს გაწურვას სასურველ დონეზე. „ტურბო სმარტის“ ტილოს აქვს 100%-ით მიკროფიბრას შემადგენლობა, რომელიც იატაკის ზედაპირიდან ბაქტერიების 99%-ს მხოლოდ წყლით აშორებს.

იატაკისთვის საწმენდი საშუალებების შერჩევა ძალიან საფრთხილოა, რადგან ზედაპირის დაზიანების დიდი რისკია. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ისეთი საშუალება, რომელიც მათეთრებელს შეიცავს. სველი წესით მორეცხვის შემდეგ აუცილებლად მოატარეთ მშრალი ტილო, რათა პარკეტზე სისველე არ დარჩეს. ბოლოს კი დაამუშავეთ სპეციალური, წყალგაუმტარი ლაქით ან ცვილით.

ლამინატი

ლამინატი შესანიშნავი ვარიანტია, თუ მოგწონთ ხის ტექსტურა, მაგრამ არ ხართ მზად პარკეტის შესაძენად. ლამინატის იატაკს, პარკეტის მსგავსად, აზიანებს ტენი, ქვიშა და ჭუჭყი. ლამინატის იატაკის გასაწმენდად არ არის რეკომენდებული წყლის გამოყენება, რადგან საფარი შეიძლება გაიბეროს და დეფორმირდეს.
სასურველია მშრალი წმენდა ცოცხის ან მტვერსასრუტის გამოყენებით. მისაღებია იშვიათი სველი წმენდა. ასეთი იატაკის მოსარეცხად დაუშვებელია აბრაზიული სარეცხი საშუალებები. გამოიყენეთ თბილი წყალი და მიკროფიბრის ქსოვილი. დარწმუნდით, რომ ის კარგად გაწურულია. ამოძრავეთ მოპი პანელების გასწვრივ. ბოლოს, გაწმინდეთ მშრალი ტილოთი.

ფილები / მეტლახი

ფილები შეუცვლელია სამზარეულოსა და სველი წერტილების დეკორაციისთვის. ახლა მათ სულ უფრო ხშირად აკეთებენ დერეფანსა და შემოსასვლელში. მოარიდეთ ქვიშა და ხრეში. შემოსასვლელში დააფინეთ ჭუჭყის დამჭერი ხალიჩა. არ გამოიყენოთ საპნიანი წყალი ფილების მოსარეცხად. პირველ რიგში, ის ორგანულ ცხიმებსა და მჟავებს შეიცავს, რის გამოც ფილაზე ცხიმოვანი ფენა გაჩნდება. მაღალი ტენიანობისას საპნის შემცველ საშუალებებს შეუძლიათ ნაწიბურებში ობის სოკოს გამოწვევა.
შეგიძლიათ გამოიყენოთ სველი წმენდის მტვერსასრუტი. მას შემდეგ, რაც ფილებს სპეციალური სითხით გაწმენდთ, მორეცხეთ ჩვეულებრივი წყლით და ბოლოს მშრალი ტილოც მოუსვით. ახალმორეცხილ ფილებზე ფეხი ძალიან სრიალებს და შეიძლება რამე დაიზიანოთ.

ვინილის ფილები

ვინილის ფილები თანამედროვე ტიპის იატაკის მასალაა. მან პოპულარობა მოიპოვა კარგი გამძლეობის გამო მექანიკური ზემოქმედებისას და ასევე, თავისი ფასით. ვინილის ფილები ძალიან მოთხოვნადია. ის უნდა მოირეცხოს სპეციალურად განკუთვნილი PH ნეიტრალური შემცველობის საშუალებით, რომელიც არ შეიცავს მათეთრებელ კომპონენტებს.
დაიცავით იატაკი მექანიკური დაზიანებებისგან. ავეჯის ფეხებზე სპეციალური დამცავები დააკარით. vileda-ს „ტურბო სმარტი“ უნივერსალური საშუალებაა, რომელიც ნებისმიერი ტიპის იატაკზე გამოიყენება.
იმედი გვაქვს, ეს რჩევები დაგეხმარებათ და თქვენი იატაკის საფარი დიდხანს მოგემსახურებათ.

კომენტარები

მანანა 2022-01-03 20:16
ეგ ყველაფერი დიდი ხანია ვიცით.

კომენტარის დამატება