თუ სტუმრად ეს ნივთები შენიშნეთ, იცოდეთ, რომ ასეთ სახლში შავი მაგიით არიან გატაცებულები

სახლის ინტერიერზე დაკვირვებით ადამიანზე ბევრი რამის გაგება არის შესაძლებელი, იმისიც კი, შავი მაგიით ხომ არ არის დაკავებული. როგორ? როგორ და თუ სახლში ეს ნივთები შენიშნეთ, ე.ი. საქმე შავ მაგიასთან გვაქვს და... სასწრაფოდ დატოვეთ იქაურობა.

შავი სანთლები

თავისთავად შავი სანთლები ცუდს არაფერს ნიშნავს, ზოგს მოსწონს კიდეც შავი ფერი ინტერიერში, მაგრამ შავ სანთლებთან ერთად ფოტოებიც თუ შენიშნეთ ან სულაც თოჯინები, ე.ი. საქმე შავ მაგიასთან გაქვთ.

ფოტო შავ ან წითელ ქსოვილში
ასევე მანტია კარადაში ან შავი თუ წითელი ქსოვილის მოზრდილი ნაჭერი, თუ საქმე
მსახიობს არ ეხება, შეიძლება იყოს ნიშანი, რომ ამ ქსოვილების პატრონი მაგიური საღამოების მონაწილეა.

ცარცი
ცარცი ხშირად გამოიყენება დამცავი წრეებისა თუ პენტაგრამების დასახატად. ამიტომ, თუ სახლში ბავშვი არაა, ან მხატვარი, მკერავი ან მასწავლებელი, ღირს დაფიქრება, რად უნდათ ცარცი.

თოჯინები

განსაკუთრებით საყურადღებოა ნაჭრის ან ცვილის თოჯინების არსებობა ამა თუ იმ სახლში. აი, ნემსიც თუ შენიშნეთ ამ თოჯინებში, მაშინ ყველაფერი აშკარაა, ფრთხილად უნდა იყოთ.

მიწა
ქაღალდზე გაბნეული ან ნაჭერში გამოკრული მიწა მართლა სახიფათო ნიშანია. ამაზე უარესი არაფერი არსებობს.

რიტუალური დანა

ასეთი დანის არსებობა თავისთავად დასაფიქრებელია, თუმცა თუ ეს დანა სანთელთან ახლოს არის განთავსებული, მით უმეტეს, საქმე აშკარად მაგთან გაქვთ.

მაგიის წიგნი
მსგავსი წიგნის არსებობა კი ყველა კითხვას თავისთავად სცემს პასუხს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები